"ლომებმა" 89-ე წუთამდე გაძლეს, აი მერე კი... კრიშტიანო რონალდომ მშობლიურ კლუბს ლამაზი ჯარიმა გაუტანა და გოლი არ აღნიშნა. მიუხედავად იმისა, რომ რონალდოს დარტყმა კარგი იყო, რუი პატრისიოს თავისი გუნდის გადარჩენა შეეძლო, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. ალვარო მორატა, ბოლოს, მე-5 დამატებულ წუთზე ხამეს როდრიგესის
ჟორჟე ჟესუსის სულ უარაფროდ დარჩენილი "სპორტინგი" ცოდო კი გახლდათ, ლისაბონელებმა ცუდად არ ითამაშეს, მაგრამ... ეს რეალობაა.
იხილეთ ვიდეო
"ლეგია"-"დორტმუნდზე" აბა რა უნდა ვთქვათ ან, რა და როგორ აღვწეროთ... ბორუსიელებმა ვარშაველები გააცამტვერეს. ვაკო ყაზაიშვილი ძირითადში იყო, და 66 წუთი დაჰყო მინდორზე. რეალი-სპორტინგი 2:1
გოლები: 0:1 ბრუნო სეზარი (48), 1:1 რონალდო (89), 2:1 მორატა (90+5)
რეალი (4-3-3): კასილია - კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი (77. ხ. როდრიგესი) - ბეილი (67. ვასკესი), რონალდო, ბენზემა (68. მორატა)
სპორტინგი (4-4-2): პატრისიო - პერეირა, სემედო, კოატესი, ზეეგელაარი - სილვა (73. ელიაში), კარვალიო, ბრუნო სეზარი, ჟელსონ მარტინსი (70. ლ. მარკოვიჩი) - ბ. რუისი (90+2. კემპბელი), დოსტი
გაფრთხილება: კროოსი - სილვა, კარვალიო, ზეეგელაარი
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 9-14; თამაშგარე: 8-0; კარში დარტყმა: 14-9 (5-4); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 72 179
ლეგია-დორტმუნდი 0:6
გოლები: 0:1 გიოტცე (7), 0:2 სოკრატისი (15), 0:3 ბარტრა (170, 0:4 რ. გერეირო (51), 0:5 კასტრო (76), 0:6 ობამეიანგი (87)
ლეგია (4-3-3): მალარჟი - ბერეშინსკი, დაბროვსკი, ჩერვინსკი, გილერმე - იოდლოვიცი, ოჯიჯა-ოფოე, მულენი (76. რადოვიჩი) - ლანჟილი, ყაზაიშვილი (66. ალექსანდროვი), პრიიოვიჩი (63. ნიკოლიჩი)
დორტმუნდი (4-1-4-1): ბურკი - პიშჩეკი, სოკრატისი, ბარტრა, შმელცერი - ვაიგლი (79. გინტერი) - პულიშიჩი, რ. გერეირო, გიოტცე (75. კასტრო), ო. დემბელე (75. მორი) - ობამეიანგი
გაფრთხილება: მალარჟი, გილერმე, ბერეშინსკი - გიოტცე
კუთხური: 8-7; ჯარიმა: 12-9; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 7-30 (2-15); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 27 304
მომდევნო ტური
27 სექტემბერი:
დორტმუნდი-რეალი, სპორტინგი-ლეგია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"