H ჯგუფი: "სევილიამ" "იუვეს" გაუძლო [VIDEO]

AutoSharing Option
პირველი ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი ტურინში გაიმართა, სადაც "იუვენტუსმა" "სევილიას" უმასპინძლა. ერთი მხრივ, იტალიის მოქმედი და ბოლო 5-გზის ჩემპიონი და მეორე მხრივ, გუნდი, რომელმაც ევროპალიგის ბოლო სამი გათამაშება მოიგო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ფავორიტად მაინც "ვეკია სენიორა" იყო მიჩნეული და თამაშიც მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. მომენტებიც მხოლოდ ესპანელთა კართან იქმნებოდა, ყველაზე რეალური შანსი კი გონსალო იგუაინს მიეცა, რომელმაც თავური დარტყმით ბურთი მეტოქის კარის ხარიხას გაარტყა.

ტურინელებს ჰქონდათ კიდევ რამდენიმე მომენტი, თუმცა "სევილიაც" მედგრად იდგა დაცვაში და
ქულა ალალად დაიმსახურა. "სევილიამ" ტურინში უმნიშვნელოვანესი ქულა მოიპოვა, რომელიც წესით უნდა დაეხმაროს გუნდს პლეი ოფში გასასვლელად, "იუვენტუსს" კი ჯგუფის ფავორიტის სტატუსი ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვს.

პირველი ტურის შემდეგ, ჯგუფის ლიდერად "ლიონი" მოგვევლინა, რომელმაც საკუთარ კედლებში ზაგრების "დინამო" გაანადგურა. ფრანგებმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს, რომელთაგან თითო ტოლისომ, ფერიმ და კორნემ გაიტანეს.

ლიონი-დინამო ზ. 3:0
გოლები: 1:0 ტოლისო (13), 2:0 ფერი (49), 3:0 კორნე (57)
ლიონი (3-5-1-1): ლოპესი - იანგა-მბივა, ნკოლუ, მორელი - რაფაელი, ფერი, გონალონი (32. ტუსარი), დარდერი, რიბუსი - ტოლისო (78. ღეზალი) - კორნე (72. კალულუ)
დინამო ზ. (4-3-1-2): სემპერი - სტოიანოვიჩი, ბენკოვიჩი, შინდელფელდი, პივარიჩი - მაშადო (68. სიტუმი), ჟონასი (85. გოაკი), პავიჩიჩი - კორიჩი (58. ფლოლიჩი) - სუდანი, ფერნანდესი
გაფრთხილება: რაფაელი - პივარიჩი, ჟონასი, ფერნანდესი
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 9-7; თამაშგარე: 2-7; კარში დარტყმა: 20-7 (10-2); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 59 000

იუვენტუსი-სევილია 0:0
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - ალვეში, ხედირა, ლემინა, ასამოა (68. პიანიჩი), ევრა (68. სანდრო) - დიბალა (86. პიაცა), იგუაინი
სევილია (4-3-3): რიკო - მერკადო, პარეხა, რამი, ესკუდერო - ნზონზი, კრანევიტერი (78. მარიანო), იბორა - ვიტოლო, სარაბია (64. კორეა), ვასკესი (90. კარიშო)
გაფრთხილება: რამი, იბორა, ნზონზი (სევილია)
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 16-22; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 13-2 (3-1); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 40 000

მომდევნო ტური
27 სექტემბერი:
სევილია-ლიონი, დინამო ზ.-იუვენტუსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული