რა თქმა უნდა, მთელი გულისყური გერმანიისკენაა, სადაც "სიგნალ იდუნა პარკზე", დორტმუნდის "ბორუსია" მადრიდის "რეალს" მასპინძლობს. ვაკო ყაზაიშვილი და კომპანია კი ახალი მწვრთნელით ევროპის უკიდურეს დასავლეთში მიემგზავრება "სპორტინგთან" სათამაშოდ.
F ჯგუფისა და მთლიანად მეორე ტურის ცენტრალური დაპირისპირება უდაოდ, "დორტმუნდი"-"რეალია". პირველ ტურში ორივემ იმარჯვა, მაგრამ თუ "სამეფო კლუბმა" შინ "სპორტინგთან" იწვალა, ახალგაზრდულმა "დორტმუნდმა" საბრალო "ლეგია" მისსავე მოედანზე შეარცხვინა და 6:0 მოუგო.
ზინედინ ზიდანის გუნდი 6 აპრილის მერე
მატჩის წინ
თომას ტუხელი (დორტმუნდი): "ჩვენ მათი ბოლო მატჩები შევისწავლეთ, გვაინტერესებდა, როგორ თამაშობს "რეალი". რა თქმა უნდა, მეტოქე უმაღლესი კლასისაა, მას ჰყავს ბეილი, ბენზემა და რონალდო. "რეალი" შესაძლოა, მსოფლიო ფეხბურთში უპირველესი სახელია. ეს კარგია, რადგან ჩვენს სტადიონზე საოცარი საფეხბურთო ატმოსფერო იქნება. სათქმელად ადვილია, რომ კრიშტიანო რონალდო არ არის საუკეთესო ფორმაში. კრიშტიანო ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში და ის თავის გუნდს მაშინაც ეხმარება, თუ მხოლოდ გამოსულია მოედანზე. დიდი ფეხბურთელები დიდ მატჩებში აუცილებლად პოულობენ საკუთარ თავში ძალებს, ასე რომ, ჩვენ დორტმუნდში რონალდოს საუკეთესო თამაშს ველით".
ზინედინ ზიდანი (რეალი): "ბოლო მატჩებში ქულები დავკარგეთ, ეს ხდება ხოლმე. ასეთი ჩავარდნა ამ სეზონში კიდევ შეიძლება მოხდეს. მთავარია, როგორ ვმუშაობთ მიზნის მისაღწევად. დარწმუნებული ვარ, გუნდი კარგ ფორმაშია. ზოგჯერ ასეთი ჩავარდნები კარგია გამოსაფხიზლებლად. არ ვნერვიულობ ამის გამო, ჩვენ აუცილებლად მოვუმატებთ.
ხვალინდელი თამაშისგან ველი დიდ ბრძოლას, "დორტმუნდს" ახალი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ მათი თამაშის ფილოსოფია არ შეცვლილა. დარწმუნებული ვარ, "დორტმუნდი" ფეხბურთის სათამაშოდ გამოვა მინდორზე, ისევე, როგორც ჩვენ".
გასულ უქმეებზე
"დორტმუნდმა" 3:1 მოუგო "ფრაიბურგს", მის რიგებში თავი ობამეიანგმა, პიშჩეკმა და გერეირომ გამოიჩინეს. 24 ტურია, "დორტმუნდი" შინ არ დამარცხებულა, ეს რეკორდის გამეორებაა."რეალი" კანარის კუნძულებზე "ლას პალმასს" ეწვია და 2:2 დაუზავდა. გოლები ასენსიომ და ბენზემამ გაიტანეს. 72-ე წუთზე ზიდანმა კრიშტიანო ვასკესით შეცვალა, რასაც პორტუგალიელის მხრიდან უცენზურო რეაქცია მოჰყვა.
ურთიერთშეხვედრები
ეს გუნდები ერთმანეთს 10-ჯერ შეხვდნენ. "დორტმუნდმა" 3-ჯერ მოიგო, 4-ჯერ კი - "რეალმა", 3 მატჩიც ფრედ დასრულდა. ბურთების სხვაობა "რეალის" სასარგებლოდაა - 14:12. ამავე ჯგუფის კიდევ ერთი მატჩი ლისაბონში გაიმართება, სადაც იაცეკ მაგერას "ლეგია" "სპორტინგს" ესტუმრება. I ტურისგან განსხვავებით, სამწუხაროდ, ვაკო ყაზაიშვილს არ მოიაზრებენ "ლეგიას" სასტარტო შემადგენლობაში.
სამშაბათი. 27 სექტემბერი
E ჯგუფი
მონაკო-ლევერკუზენი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დირარი, ფალკაო - ბელარაბი, ჩალჰანოღლუ (?)
სავარაუდო შემადგენლობა
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - რაგი, გლიკი, ჟემერსონი, სიდიბე - ფაბინიო, ბაკაიოკო - ლემარი, მოუტინიო, სილვა - ჟერმენი
ლევერკუზენი (4-4-2): ლენო - ჰენრიხი, თა, თოფრაქი, ვენდელი - ბენდერი, არანგისი, ბრანდტი, კამპლი - ხ. ერნანდესი, ფოლანდი
მსაჯი: დავიდ ბორბალანი (ესპანეთი)
ცსკა-ტოტენჰემი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ცაუნია, ძაგოევი (?) - კეინი, დაიერი, როუზი, სისოკო, დემბელე
სავარაუდო შემადგენლობა
ცსკა (4-5-1): აკინფეევი - მ. ფერნანდეში, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შენნიკოვი - იონოვი, ვერნბლომი, მილანოვი, ერემენკო, გოლოვინი - ტრაორე
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორის - უოკერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, დევისი - ვანიამა, ალი - სონი, ერიქსენი, ლამელა - იანსენი
მსაჯი: მატეუ ლაოსი (ესპანეთი)
თ მ ფ წ ბ ქ
1. მონაკო 1 1 0 0 2-1 3
2. ლევერკუზენი 1 0 1 0 2-2 1
3. ცსკა 1 0 1 0 2-2 1
4. ტოტენჰემი 1 0 0 1 1-2 0
F ჯგუფი
დორტმუნდი-რეალი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დურმი, როისი - კაზემირო, მარსელო
სავარაუდო შემადგენლობა
დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, ბარტრა, შმელცერი - კასტრო, ვაიგლი - გერერო, გიოტცე, დემბელე - ობამეიანგი
რეალი (4-3-3): კასილია - კარვახალი, ს. რამოსი, პეპე, დანილო - კროოსი, მოდრიჩი, კოვაჩიჩი - ბეილი, ბენზემა, რონალდო
მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)
სპორტინგი-ლეგია 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - კუხარჩიკი, პაზდანი (?)
სავარაუდო შემადგენლობა
სპორტინგი ლ (4-4-2): რუი პატრისიო - ჟ. პერეირა, კოატესი, სემედო, ზეეგელაარი - ჟელსონი, ა. სილვა, ვ. კარვალიო, ბ. რუისი - ა. რუისი, დოსტი
ლეგია (4-4-2): მალარჟი - ბერეშინსკი, პაზდანი, ბროჟი, ჰლუშეკი - გილერმე, მულინი, იოდლოვიეცი, რადოვიჩი - პრიჟოვიჩი, ნიკოლიჩი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)
თ მ ფ წ ბ ქ
1. დორტმუნდი 1 1 0 0 6-0 3
2. რეალი 1 1 0 0 2-1 3
3. სპორტინგი 1 0 0 1 1-2 0
4. ლეგია 1 0 0 1 0-6 0
G ჯგუფი
კოპენჰაგენი-ბრიუგე 22:45
დისკვალიფიკაცია: გრეგუში (კოპ)
ტრავმა: - რაფაელოვი, ენგელსი, ჟედოზი (?), მეშელი (?)
სავარაუდო შემადგენლობა
კოპენჰაგენი (4-4-2): ოლსენი - ანკერსენი, იორგენსენი, იოჰანსონი, აუგუსტინსონი - ვერბიჩი, დელეინი, კვისტი, ტუტუ - სანტანდერი, კორნელიუსი
ბრიუგე (4-2-3-1): ბუტელი - ვან რეინი, პულენი, დენსვილი, დე ბოკი - ვორმერი, სიმონსი - ვანაკენი, კლაუდემირი, ისკუერდო - ფოსენი
მსაჯი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია)
ლესტერი-პორტუ 22L:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მენდი -
სავარაუდო შემადგენლობა
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი, ჰუთი, მორგანი, ფუხსი - მაჰრეზი, დრინკვოტერი, ამარტი, ოლბრაიტონი - სლიმანი, ვარდი
პორტუ (4-4-2): კასილიასი - ლაიუნი, მარკანო, ფელიპე, ტელიესი - დანილო, ო. ტორესი, ერერა, ოტავიო - ა. სილვა, ა. ლოპესი
მსაჯი: ჯიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)
თ მ ფ წ ბ ქ
1. ლესტერი 1 1 0 0 3-0 3
2. კოპენჰაგენი 1 0 1 0 1-1 1
3. პორტუ 1 0 1 0 1-1 1
4. ბრიუგე 1 0 0 1 0-3 0
H ჯგუფი
სევილია-ლიონი 22:45
დისკვალიფიკაცია: კალულუ (ლიონი)
ტრავმა: ტრემულინა, კარიშო, რამი - ჟალე, გრენიე, ლაკაზეტი, რაფაელი
სავარაუდო შემადგენლობა
სევილია (4-2-3-1): რიკო - მარიანო, მერკადო, პარეხა, ესკუდერო - იბორა, ნ'ზონზი - ვიტოლო, ნასრი, კორეა - ვასკესი
ლიონი (3-5-1-1): ლოპეში - იანგა-მბივა, მამანა, მორელი - გასპარი, ფერი, გონალონი, ტოლისო, რიბუსი - კორნე - ფეკირი
მსაჯი: ბას ნეიჰიუსი (ჰოლანდია)
დინამო ზ.-იუვენტუსი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სტოიანოვიჩი, მატელი, კარიმი - მარკიზიო, რუგანი, ასამოა, ბენატია, სტურარო (?)
სავარაუდო შემადგენლობა
დინამო ზ (4-5-1): შემპერი - შიტუმი, სიგალი, ბენკოვიჩი, პივარიჩი - სუდანი, მაშადო, ჟონასი, პავიჩიჩი, ანტოლიჩი - ფერნანდესი
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - დ. ალვეში, ხედირა, ერნანეში, პიანიჩი, ალექს სანდრო - იგუაინი, დიბალა
მსაჯი: მანუელ დე სოუზა (პორტუგალია)
თ მ ფ წ ბ ქ
1. ლიონი 1 1 0 0 3-0 3
2. იუვენტუსი 1 0 1 0 0-0 1
3. სევილია 1 0 1 0 0-0 1
4. დინამო ზ. 1 0 0 1 0-3 0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"