ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. II ტურის წინ: მადრიდში კარგია, "კალდერონზე" - არა

AutoSharing Option
* "ატლეტიკომ" "ბაიერნი" გასული სეზონის ნახევარფინალიდან გამოთიშა.
* "ატლეტიკომ" ევროთასებზე ბოლო 30 საშინაო მატჩიდან 25 მოიგო.
* ჯოშუა კიმიხმა (ბაიერნი) ბოლო 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა (სანაკრებო გოლსაც ვთვლით).
* ბოლო გერმანული გუნდი, ვინც "ატლეტიკოს" "ვისენტე კალდერონზე" მოუგო, "დორტმუნდი" იყო - 1996 წელს. მას მერე ესპანელებმა 5 მატჩი მოუგეს გერმანელებს და ერთხელ დაუზავდნენ.
* ანჩელოტი "ატლეტიკოს" წინააღმდეგ - 4 მოგება, 4 ფრე, 5 წაგება.

როგორც II ტურის პირველ დღეს, მეორე დღესაც გვაქვს ერთი გამოკვეთილი თამაში - D ჯგუფში "ატლეტიკო" "ვისენტე
კალდერონზე" მიუნხენის "ბაიერნს" მასპინძლობს. ნაცნობი დაპირისპირებაა - ბოლო ლიგის ნახევარფინალური წყვილიც ეს იყო, მაშინ დიეგო სიმეონემ ორმატჩიანი დუელი სტუმრად გატანილი გოლის წყალობით მოუგო ხოსეპ გვარდიოლას.

პეპი მიუნხენში აღარ არის, ის კარლო ანჩელოტიმ შეცვალა, რომელსაც სიმეონე მადრიდულ დერბიში ჩაგრავდა ხოლმე, მაგრამ 2014 წლის ლიგის ფინალში ანჩელოტის "რეალმა" იმარჯვა "ატლეტიკოზე".

მოკლედ, "ბაიერნს" ხუთი თვის წინანდელის ჯავრი აქვს საყრელი ლიგის ფინალისტზე. მაშინ კი ყველაფერი ასე მოხდა - "ატლეტიკომ" შინ საულ ნიგესის გოლის წყალობით მოიგო - 1:0. საპასუხო მატჩში "ბაიერნმა" 2:1 იმარჯვა, ჩაბი ალონსოსა და რობერტ ლევანდოვსკის გარჯა ანტუან გრიზმანის გოლმა წყალში ჩაყარა. ამ შეხვედრაში თომას მიულერმა და ფერნანდო ტორესმა პენალტები ვერ გაიტანეს.

უფრო ადრე ეს გუნდები 1974 წლის ფინალში შეხვდნენ, როცა "ბაიერნმა" ტიტული გადათამაშების წყალობით (ერთადერთი შემთხვევა ტურნირის ისტორიაში) მოიგო. პირველი მატჩის დამატებით დროში ლუის არაგონესმა "ატლეტიკო" დააწინაურა, მაგრამ ჰანს-გეორგ შვარცენბეკმა 120-ე წუთზე გაათანაბრა. გადათამაშება 48 საათის მერე "ბაიერნმა" 4:0 მოიგო ული ჰიონესისა და გერდ მიულერის დუბლების წყალობით.

მადრიდული კლუბი ფორმაშია, "ატლეტიკოს" 7 მატჩია, არ წაუგია, აქედან 4 "როხიბლანკომ" მოიგო. ლა ლიგაში "ატლეტიკოს" ფორვარდი გრიზმანი თანაბომბარდირია 5 გოლით. კიდევ უფრო კარგ ფორმაშია "ბაიერნი", კარლო ანჩელოტიმ მუშაობა ზედიზედ 8 გამარჯვებით დაიწყო! დიდებულ ფორმაში არიან ლევანდოვსკი და ჯოშუა კიმიხი.

მატჩის წინ
დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ეს ძალიან მძიმე მატჩი იქნება, ორივე გუნდი შეუტევს. მოედანზე ალბათ, ძალიან ცოტა იქნება თავისუფალი სივრცე. ასეთ შეხვედრებში ფერნანდო ტორესი ყოველთვის ძალზე მნიშვნელოვანი პერსონაა. ის აუცილებლად გამოიყენებს თითოეულ შანსს, რასაც კი მიიღებს, შეტევაში თამაშის გასამწვავებლად. ასე რომ, ფერნანდო სასტარტოში იქნება.

პირადად უდიდეს პატივს ვცემ კარლო ანჩელოტის. მახსოვს ის იმ დროიდან, როცა ახალგაზრდა ვიყავი და ფეხბურთს ვთამაშობდი. ის ძალიან წყნარი ადამიანია".

კარლო ანჩელოტი (ბაიერნი): "ატლეტიკოს" წინააღმდეგ თამაში ძალიან ძნელია. რთული მატჩი გველის. სიმეონეს გუნდი მუდამ კარგად ორგანიზებული თამაშობს. ჩვენ ახლა კარგ ფორმაში ვართ და ეს უნდა დავამტკიცოთ მოედანზე. "ატლეტიკოს" თამაშის სტილი ყველასთვის ცნობილია. ამჟამად ფეხბურთში ასეთი ტენდენციაა - პირდაპირი თამაში და კონტრშეტევებზე ყოჩაღობა.

ბურთის კონტროლს დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. ჩემთვის მადრიდში დაბრუნება ერთი სიამოვნებაა, მაგრამ არა "კალდერონზე". ჩემი აზრით, დიდებული მატჩი გველის".

გასულ უქმეებზე
"ატლეტიკომ" გრიზმანის გოლით "დეპორტივო" 1:0 დაამარცხა. ეს ფრანგის 49-ე გოლი იყო ლა ლიგაში "ატლეტიკოს" მაისურით, ის "როხიბლანკოს" ლეგენდა კიკო ნარვაესს დაეწია.

"ბაიერნმა" სტუმრად 1:0 მოუგო "ჰამბურგს", რამაც მასპინძელთა მწვრთნელი, ბრუნო ლაბადია შეიწირა - ის მოხსნეს. გამარჯვების გოლი ჯოშუა კიმიხის ანგარიშზეა.

ამ ჯგუფის მეორე შეხვედრა რუსეთში გაიმართება - "როსტოვი" ჰოლანდიურ პსვ-ს მასპინძლობს. სხვა შეხვედრებიდან აღსანიშნავია "ბარსას" გერმანული ვოიაჟი "გლადბახის" წინააღმდეგ - გუნდს არ გაჰყოლია ტრავმირებული ლეო მესი.

ოთხშაბათი. 28 სექტემბერი
A ჯგუფი
ლუდოგორეცი-პსჟ 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სისინიო, ვიტინია - ხესე, ბენ არფა, რაბიო (?)
სავარაუდო შემადგენლობა
ლუდოგორეცი (4-2-3-1): სტოიანოვი - მინევი, მოცი, პალომინო, ნათანიელი - დიაკოვი, ანისეტი - მისიდიანი, მარსელინიო, ვანდერსონი - კაფუ
პსჟ (4-3-3): არეოლა - ორიე, ტ. სილვა, მარკინიოსი, მაქსველი - კრიხოვიაკი, მატუიდი, ვერატი - ლუკასი, კავანი, დი მარია
მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)

არსენალი-ბაზელი 22:45
დისკვალიფიკაცია: ჟირუ (არს)
ტრავმა: კოკელენი, რემზი, მერტეზაკერი, უელბეკი - აჯანჯი, იანკო (?)
სავარაუდო შემადგენლობა
არსენალი (4-2-3-1): ოსპინა - ბელერინი, კოსიელნი, მუსტაფი, მონრეალი - ჯაკა, კასორლა - უოლკოტი, იოზილი, აივობი - ა. სანჩესი
ბაზელი (4-2-3-1): ვაჩლიკი - ლანგი, სუხი, ბალანტა, ტრაორე - ჯაკა, ცუფი - ბიარნასონი, დელგადო, შტეფენი - შპორარი
მსაჯი: დანი მაკელიე (ჰოლანდია)

თ მ ფ წ ბ ქ
1. არსენალი 1 0 1 0 1-1 1
2. პსჟ 1 0 1 0 1-1 1
3. ბაზელი 1 0 1 0 1-1 1
4. ლუდოგორეცი 1 0 1 0 1-1 1

B ჯგუფი
ბეშიქთაში-დინამო კ. 22:45
დისკვალიფიკაცია: სიდორჩუკი (დინამო)
ტრავმა: იოზიაკუპი - სილვა, გუსევი
სავარაუდო შემადგენლობა
ბეშიქთაში (4-2-3-1): ფაბრი - ბეკი, მარსელო, ტოშიჩი, ადრიანო - ინლერი, ჰატჩინსონი - ქვარეჟმა, ტალისკა, ერკინი - თოსუნი
დინამო კ (4-1-4-1): შოვკოვსკი - მოროზიუკი, ხაჩერიდი, ვიდა, მაკარენკო - რიბალკა - იარმოლენკო, გარმაში, ფედორჩუკი, გონსალესი - მორაეში
მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)

ნაპოლი-ბენფიკა 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კირიკეში - ჟონასი, ხიმენესი, რაფა, სამარისი
სავარაუდო შემადგენლობა
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, კულიბალი, ალბიოლი, გულამი - ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი - კალეხონი, მილიკი, მერტენსი
ბენფიკა (4-4-2): ჟულიო სეზარი - სემედო, ლინდელიოფი, ჟარდელი, გრიმალდო - ფეიშა, ორტა, პიცი, სალვიო - გუედესი, მიტროღლუ
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ნაპოლი 1 1 0 0 2-1 3
2. ბენფიკა 1 0 1 0 1-1 1
3. ბეშიქთაში 1 0 1 0 1-1 1
4. დინამო კ. 1 0 0 1 1-2 0

C ჯგუფი
გლადბახი-ბარსელონა 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დუკური, დომინგესი, შტრიობლი, დრმიჩი - მესი, უმტიტი
სავარაუდო შემადგენლობა
გლადბახი (3-2-2-1-2): ზომერი - ელვედი, კრსიტენსენი, იანტჩკე - კრამერი, დაუდი - იონსონი, ვენდტი - შტინდლი - აზარი, რაფაელი
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, მასკერანო, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა - არდა თურანი, ლ. სუარესი, ნეიმარი
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

სელტიკი-სიტი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დე ვრი - დე ბრუინი, კომპანი, დელფი, განი
სავარაუდო შემადგენლობა
სელტიკი (4-4-1-1): გორდონი - ლუსტიგი, ტურე, შიმუნოვიჩი, ტიერნი - ფორესტი, ბრაუნი, ბიტონი, სინკლერი - როგიჩი - დემბელე
სიტი (4-1-4-1): ბრავო - სანია, სოუნსი, ოტამენდი, კოლაროვი - ფერნანდინიო - სტერლინგი, გიუნდოგანი, სილვა, ნავასი - აგუერო
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 1 1 0 0 7-0 3
2. სიტი 1 1 0 0 4-0 3
3. გლადბახი 1 0 0 1 0-4 0
4. სელტიკი 1 0 0 1 0-7 0

D ჯგუფი
ატლეტიკო-ბაიერნი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მოია, ხიმენესი, ა. ფერნანდესი, ჩერჩი, ტიაგო (?) - ბადშტუბერი, კოშტა
სავარაუდო შემადგენლობა
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე, ს. ნიგესი, გაბი, ფერეირა-კარასკო - გრიზმანი, ფ. ტორესი
ბაიერნი (4-3-3): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, მარტინესი, ალაბა - ვიდალი, ჩაბი ალონსო, ტიაგო - მიულერი, ლევანდოვსკი, რიბერი
მსაჯი: შიმონ მარცინიაკი (პოლონეთი)

როსტოვი-პსვ 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - ლოკადია
სავარაუდო შემადგენლობა
როსტოვი (5-3-2): ჯანაევი - კალაჩევი, მევლია, ნავასი, გრანატი, კუდრიაშოვი - ეროხინი, გაცკანი, ნობოა - აზმუნი, პოლოზი
პსვ (4-3-3): ზოეტი - ვილემსი, მორენო, იზიმატ-მირინი, ბრენე - რამსელაარი, გუარდადო, პრიოპერი - ნარსინგი, დე იონგი, პერეირო
მსაჯი: კლემან ტურპენი (საფრანგეთი)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 1 1 0 0 5-0 3
2. ატლეტიკო 1 1 0 0 1-0 3
3. პსვ 1 0 0 1 0-1 0
4. როსტოვი 1 0 0 1 0-5 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული