12:21 29-09-2016
ლონდონის "ტოტენჰემი": როცა ულიდერობა კარგია
AutoSharing Option
ამას დაემატა ისიც, რომ მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველ ტურში მარცხის მერე მოსკოვში ცსკა-სთან მოიგო.
მთავარი ამ ისტორიაში კი ის გახლავთ, რომ კლუბს რაღაც პერიოდით ჰარი კეინი გამოაკლდა და რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ეს შესაძლოა, კარგიც კი იყოს. კეინის ტრავმა კარგი ნამდვილად არ არის, მაგრამ კარგია ის, რომ ჰარის არყოფნაში სხვა ფეხბურთელებმა აშკარად მეტი აიღეს თავიანთ თავზე, გუნდის თამაში უფრო მრავალმხრივი გახდა, გაიხსნა ვინსენტ იანსენი, საუცხოო ფორმაშია ჰონ-მინ სონი, რომელმაც ჩემპიონატში მორიგი დუბლი გაახერხა და ლიგაზეც გაიტანა.
ჩვეულებრივად ფუსფუსებენ კრისტიან ერიკსენი და ერიკ ლამელა. ისევ შთამბეჭდავი და პროდუქტიულია დელე ალი და, ერთი სიტყვით, ეს "ტოტენჰემს" შესაძლოა, წაადგეს კიდეც. ხოლო დაბრუნებული კეინი ნამდვილად არაფერს გააფუჭებს, უბრალოდ, ჰარის უფრო კონკურენტუნარიანი გარემო დახვდება და ის კლუბს მხოლოდ გააძლიერებს.
ამასობაში, 23 წლის ფორვარდს სკანირება ჩაუტარდა და პასუხი იმაზე გაცილებით უკეთესია, ვიდრე ელოდნენ. ასე რომ, ექიმები ზუსტ დროს ისევ ვერ ამბობენ, მაგრამ სამაგიეროდ, ვიცით, რომ ის დაგეგმილზე ადრე დაბრუნდება.
პოჩეტინომ კი ისაუბრა იმაზე, თუ როგორი კარგია, რომ კეინის გარეშე გოლები სხვებსაც გააქვთ და შეაქო სონი, რომლის ასეთი კარგი თამაშიც ძალიან ახარებს:
"კეინის საქმე უკეთესობისკენ მიდის და ეს ყველას ძალიან გვახარებს, ისევე, როგორც ის, რომ გუნდი მის გარეშე პროგრესირებას და კარგად თამაშს აგრძელებს. ძალიან მსიამოვნებს სონის კარგი თამაში, ის შესანიშნავ ფორმაშია და ამისთვის ბევრი იმუშავა. ცსკა-სთან მოგება უმნიშვნელოვანესი იყო, მოსკოვში ყოველთვის რთულია და იმაზე გაცილებით უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე პირველ შეხვედრაში "მონაკოსთან".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული