"პორტუს" 35 წლის მეკარე იკერ კასილიასს თავის კარიერაში მორიგი მიღწევით შეუძლია იამააყოს.
ესპანელმა გოლკიპერმა 18 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, "ბრიუგესთან" გასვლით შეხვედრაში ითამაშა. პორტუგალიურმა გუნდმა ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა, თავად კასილიასისთვის ეს გამარჯვება კი 92-ეა ჩემპიონთა ლიგაში.
- ჩემპიონთა ლიგა. III ტური. G ჯგუფი: უდანაკარგო "ლესტერი"
აღსანიშნავია, რომ ამ მიღწევით იკერ კასილიასმა "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველის ჩავი ერნანდესის რეკორდი დაამხო.
მადრიდის "რეალის" ყოფილი მეკარე "პორტოში" წინა სეზონის დაწყებამდე გადავიდა. ესპანეთის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ხულიენ ლოპეტეგი მას გუნდში ჯერჯერობით არ იწვევს.
13:35 19-10-2016
იკერ კასილიასმა ჩემპიონთა ლიგაში ჩავი ერნანდესის რეკორდი დაამხო
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
და ჩავი ერნანდესზე მეტი რა ტიტული აქვს რო მოგებული :)))))))
0
0
დარწმუნებული ხარ რომ ჩავიზე მეტად ტიტულოვანი არ არის?
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული