ჩემპიონთა ლიგა. III ტური. G ჯგუფი: უდანაკარგო "ლესტერი"

AutoSharing Option
პირველი ტაიმის მიწურულს "ლესტერი" რიად მაჰრეზმა ტექნიკური დარტყით დააწინაურა მას მერე, რაც ისლამ სლიმანიმ საჰარეო ბურთი მოიგო და თანამემამულეს დაუგდო.

ეს "ალჟირული გოლი" კლაუდიო რანიერის გუნდს მე-3 მატჩიდან მესამეს მოსაგებად ეყო და "მელიები" უდანაკარგოდ არიან, თანაც ჯერ გოლი არ გაუშვიათ. ოფიციალურად არა, მაგრამ 90%-ით, "ლესტერი" მერვედფინალშია. არადა, "კოპენჰაგენს" ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდა და დანიელები იბრძოდნენ, მაგრამ...

სამაგიეროდ, უპირატესობა ტაბლოზე ასახა "პორტუმ". აქ უკვე მექსიკელი გმირები გვყავდა. "დრაკონებმა" დაცვაში უყურადღებობის გამო კი გაუშვეს, მაგრამ მიგელ ლაიუნმა ლამაზი დარტყმით გაათანაბრა, ხოლო ბოლო წამებზე
შეცვლაზე შემოსულმა მეორე მექსიკელმა ხესუს კორონამ პენალტი გამოიმუშავა, რომელიც ანდრე სილვამ გოლად აქცია და "პორტუმ" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა, რითაც "კოპენჰაგენს" დაეწია. ბელგიელები უქულოდ რჩებიან.

ლესტერი-კოპენჰაგენი 1:0
გოლი: 1:0 მაჰრეზი (40)
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი, მორგანი, ჰუტი, ფუხსი - დრინკვოტერი, კინგი, ოლბრაიტონი, მაჰრეზი (90+2. ამარტეი) - სლიმანი (88. ულოა), ვარდი (85. ოკაზაკი)
კოპენჰაგენი (4-4-2): ოლსენი - ანკერსენი (87. გრეგუსი), იორგენსენი, იოჰანსონი, აუგუსტინსონი - კვისტი, დელანი, ვერბიჩი (66. ფალკი), ტუტუ (85. პავლოვიჩი) - სანტანდერი, კორნელიუსი
გაფრთხილება: 1-1; კუთხური: 3-7; ჯარიმა: 7-9; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 10-9 (2-4); ბურთის ფლობა: 46%-54%; მაყურებელი: 31 037

ბრიუგე-პორტუ 1:2
გოლები: 1:0 ვოსენი (12), 1:1 ლაიუნი (68), 1:2 ანდრე სილვა (90+3-პენ.)
ბრიუგე (3-4-2-1): ბიუტელი - პულენი, სიმონსი, დენსვილი - ვან რეინი, პინა (78. გედოში), კლაუდემირი, ლიმბომბე (82. ბოლინგოლი-მბომბო) - ვანაკენი, ვორმერი - ვოსენი (84. ფერეირა და სილვა)
პორტუ (4-1-3-2): კასილიასი - ლაიუნი, ფელიპე, მარკანო, ალექს ტელესი - პერეირა - ტორესი, ერერა (59. ბრაჰიმი), ოტავინიო (72. ანდრე ანდრე) - ჟოტა (60. კორონა), ანდრე სილვა
გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 3-8; ჯარიმა: 14-9; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 7-20 (5-8); ბურთის ფლობა: 41%-59%; მაყურებელი: 23 372

თ მ ფ წ ბ ქ
1. ლესტერი 3 3 0 0 5-0 9
2. კოპენჰაგენი 3 1 1 1 5-2 4
3. პორტუ 3 1 1 1 3-3 4
4. ბრიუგე 3 0 0 3 1-9 0

მომდევნო ტური
2 ნოემბერი:
კოპენჰაგენი-ლესტერი, პორტუ-ბრიუგე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული