ჯანლუიჯი ბუფონი: ვიღაცებს ჩემს დაკრძალვაზე მოსვლა ძალიან უნდოდათ, მაგრამ...

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის III ტურის მატჩის შემდეგ კრიტიკოსებს უპასუხა.

18 ოქტომბერს იტალიის ჩემპიონები სტუმრად "ლიონს" დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ ბუფონმა პირველ ტაიმში ალექსანდრ ლაკაზეტს 11-მეტრიანი აუღო.

- ჩემპიონთა ლიგა. III ტური. H ჯგუფი: რომ არა ბუფონი... [VIDEO]

"ვიღაცებს ჩემს დაკრძალვაზე მოსვლა ძალიან უნდოდათ, მაგრამ ვუჩვენე, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ და არ მომკვდარვარ. არაერთხელ მითქვამს, რომ ისედაც საკმაოდ თვითკრიტიკული ვარ და არ მჭირდება მოშურნეებისთვის ყურის გდება.

ბოლო კვირების განმავლობაში ბევრი სისულელე
მოვისმინე, რომელთა შორის ჯანსაღი კომენტარი მხოლოდ ერთი იყო: "მე ბუფონისგან ბევრს ველი". დიახ, ეს სიმართლეა და ვეთანხმები.

"იუვენტუსმა" უნდა გააუმჯობესოს თამაში. ის, რასაც დღეს ვაჩვენებთ, სრული გზის გასავლელად არასაკმარისია. რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ჩვენ უკეთესად ვთამაშობდით და ვმოქმედებდით უფრო კომპაქტურად მაშინ, როდესაც ათნი ვიყავით მოედანზე.

"ლიონს" აქვს ევროპულ ასპარეზზე გამოსვლის 15-წლიანი გამოცდილება. ეს სერიოზული გამოცდა იყო "იუვენტუსისთვის", - თქვა ბუფონმა Mediaset Premium-ის ეთერში.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბაზარი არაა ლეგენდა მეკარეა, მარა სხვებსაც უნდათ ფეხბურთის თამაში და აცადე ახალგაზრდებსაც შე კაცო
ზსს
12:21 20-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული