* ამ ჯგუფში პირველადგილოსანს ბოლოსთან მხოლოდ სამი ქულა აშორებს.
* "ლევერკუზენმა" სამივე თამაში ფრედ დაასრულა.
* "ტოტენჰემისა" და "ლევერკუზენის" პირველი დაპირისპირება 0:0 დასრულდა.
* მოსკოვის ცსკა-მ ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო 9 საგარეო მატჩიდან 8 დათმო.
* ზედიზედ 40 მატჩია, ჩემპიონთა ლიგაზე ცსკა-ს გოლკიპერ აკინფეევს მატჩი "მშრალად" არ შეუნახავს.
"სიტი"-"ბარსელონასავით" გამორჩეული თამაში დღეს ლიგაზე არ არის. ამიტომაც მთლიანად E ჯგუფს გამოვარჩევთ, სადაც ყველაზე დაბალანსებული სიტუაციაა. თანაც,
ჩემპიონთა ლიგის ახლანდელი ფორმატი პირველად 2003/04 წლების სეზონში ვიხილეთ.
მას მერე სულ 11-მა კლუბმა შეძლო მერვედფინალში გასვლა მას მერე, რაც I წრეში ერთი თამაშიც ვერ მოიგო. ახლა ზუსტად 11 კლუბს მიეცა ასეთი შანსი, მაგრამ მათ შორის ყველაზე რეალური შანსი ლევერკუზენის "ბაიერს" აქვს, რომელმაც 3 ქულა 3 ფრით მოაგროვა. არადა, გერმანელებმა კარგად ითამაშეს და წესით, ახლა 9 ქულაც უნდა ჰქონოდათ. "ტოტენჰემთან" მატჩი ლონდონში მართლაც გადამწყვეტია ამ ტურში. ეს შეხვედრა "უემბლიზე" გაიმართება.
ორი კვირის წინათ ლევერკუზენში გუნდებმა 0:0 ითამაშეს და ეს მეოთხე ფრე იყო ჯგუფში (მესამე "ლევერკუზენის" მონაწილეობით). ლონდონში მოგება ნებისმიერ გუნდს გაალიდერებს. ჯგუფში, სადაც ისეთი სიმჭიდროვეა, რომ თითოეულ ქულას მართლა ოქროს ფასი აქვს.
ისევ გავიხსენოთ ორი კვირის წინანდელი მატჩი - რომ არა ფრანგი უგო ლორისის ფანტასტიკური "სეივი", როცა მან ჩიჩარიტოს საოცარი დარტყმა მოიგერია, "ლევერკუზენი" მოიგებდა.
ეს გუნდები ერთმანეთს 2006 წლის უეფას თასზე შეხვდნენ ერთმანეთს. დიმიტარ ბერბატოვი სულ 6 თვის გადასული იყო "ლევერკუზენიდან" (სადაც 5 სეზონი გაატარა) "უაით ჰართ ლეინზე". სწორედ ბულგარელმა ფორვარდმა გაუტანა ყოფილ გუნდს და ამ გოლით "ტოტენჰემმა" 1:0 მოიგო.
ამ გოლის წყალობით "ტოტენჰემი" 1/16-ფინალში გავიდა. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო ამ სეზონამდე, როცა ეს ორი კლუბი ერთმანეთს დაუპირისპირდა.
"ტოტენჰემი" ევროპის ელიტურ საკლუბო გათამაშებაში 5-წლიანი პაუზის შემდეგ თამაშობს. აღსანიშნავია ისიც, რომ "დეზების" ყველაზე დიდი მარცხი ევროთასებზე გერმანიაში მოხდა - 1995 წელს "კიოლნთან" 0:8 მარცხი ინტერტოტოს თასზე.
აი, "ლევერკუზენი" კი ბოლო ოთხი სეზონია, აუცილებლად თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე. "ტოტენჰემის" კორეელი ფორვარდი ჰონ-მინ სონი "ლევერკუზენში" თამაშობდა, სადაც მან 62 თამაშში 21 გოლი გაიტანა. სხვათა შორის, გერმანიაში სონს "ლევერკუზენის" ფანები თბილად დახვდნენ.
გასულ უქმეებზე
გასულ უქმეებზე "ტოტენჰემმა" შინ ვერ მოუგო ჩემპიონ "ლესტერ სიტის" - 1:1. უკვე ხუთი თამაშია, "დეზები" ვერ იგებენ. "ლევერკუზენმა" კი შაბათს 4-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა, სტუმრად "ვოლფსბურგის" დამარცხებით - 2:1.
პრესკონფერენცია
მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი): "მატჩის პირველივე მონაკვეთიდან ინტენსიურად და ჭკვიანურად უნდა ვითამაშოთ. "უემბლიც" უნდა დაგვეხმაროს - როცა 90 ათასი კაცი შენ გგულშემატკივრობს, ეს მეტოქისთვის უდიდესი წნეხია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენთვის, რადგან თითოეულ ჩვენგანს კარგად ესმის - ეს შეხვედრა ჯგუფში გადამწყვეტია. "ლევერკუზენი" ძალიან კარგი გუნდია. დიდი ბრძოლა გველის, თუმცა იმედი გვაქვს, რომ სამი ქულა ჩვენ დაგვრჩება. "ტოტენჰემს" ძალიან სურს პლეი ოფში გასვლა".
როჯერ შმიდტი (ლევერკუზენი): "ჩვენ მოუთმენლად ველით ამ დიდებულ არენაზე თამაშს. "უემბლი" საოცარი სტადიონია. უმნიშვნელოვანესი თამაში გველის და ყველაფერი ჩვენზე იქნება დამოკიდებული. თუკი საუკეთესოდ წარმოვაჩენთ თავს, წარმატების მოპოვების კარგი შანსი აქვს. წინა დაპირისპირებიდან კარგად ვიცით, რა რთულია "ტოტენჰემის" წინააღმდეგ თამაში. ველი, რომ მეტოქე გაცილებით ძლიერად ითამაშებს საკუთარ მოედანზე, რადგან გერმანიაში თამაშით ჩვენ ვაჯობეთ".
დანაკლისი
პოჩეტინიოს კვლავ არ ეყოლება ჰარი კეინი, რომელმაც ვარჯიში კი განაახლა, თუმცა მის მოედანზე დაბრუნებას უფრო მომდევნო უქმეებზე ელიან. მასპინძლებს არც მცველი ალდერვეირელდი და შემტევი ნახევარმცველი ლამელა ეყოლებათ. გაცილებით დიდია გერმანელთა დანაკარგი: ბენდერი, კრუზე, პოჰიანპალო, ბელარაბი, თოფრაქი და თა (მხოლოდ ბოლო ორს აქვს თამაშის შანსი). * * *
"მონაკოსა" და ცსკა-ს თამაშზე ვიტყვით, რომ ლასინა ტრაორე იმ გუნდს შეუტევს, რომელსაც ეკუთვნის. "მონაკოს" ფეხბურთელი მოსკოვურ კლუბშია განათხოვრებული. ორი კვირის წინ ეს გუნდები ერთმანეთს პირველად გადაეყარნენ. სწორედ ტრაორემ დააწინაურა რუსები, მაგრამ "მონაკო" ბერნარდო სილვამ იხსნა - 1:1. "რეალის" სერია და ლეგია
ზინედინ ზიდანის "რეალმა" ბოლო ხუთ შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და უკვე 21 მატჩია, რაც "სამეფო კლუბის" ფორვარდების შეჩერება ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო - "რეალს" მინიმუმ, ერთი გოლი მაინც გაჰქონდა კარში. შეძლებს ამ სერიის შეწყვეტას ვარშავის "ლეგია"? ლიგის ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი (თუ ყველაზე არა) სუსტი გუნდი? "ლეგია" 13 გაშვებული ბურთით (ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ჯგუფურ ეტაპზე) არცთუ კარგი კანდიდატია საამისოდ.
რანიერი პელეგრინის რეკორდს უმიზნებს
სულ ხუთმა გუნდმა შეძლო ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო სეზონში პირველი სამი მატჩის მოგება და მეხუთე კლაუდიო რანიერის "ლესტერ სიტია", რომელიც გასულ სეზონში პრემიერლიგაში გვაოცებდა, "მელიებმა" ახლა ევროპის გაოცება გადაწყვიტეს. ხუთი ვთქვით და მხოლოდ ერთმა მოახერხა "სიტიმდე" გასულ დეკადაში ეს - 2012/13 წლების სეზონში "მალაგამ" მანუელ პელეგრინის ხელმძღვანელობით. რანიერის პელეგრინის შედეგის გაუმჯობესება შეუძლია, რადგან ჩილელი თავკაცის ანდალუსიურმა გუნდმა მე-4 მატჩში ფრე ითამაშა.
როგორც ანრი
"მონაკოს" 17 წლის შემტევ კილიან მბაპეს ხშირად ადარებენ ტიერი ანრის. მან საფრანგეთის 19-წლამდელებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო. სეზონის დასაწყისში ტრავმამ თინეიჯერი ერთი თვით ჩამოაშორა მოედანს. თუმცა ის უკვე დაბრუნდა და "მონპელიესთან" შეხვედრაში გოლიც გაიტანა და თანაგუნდელსაც გაატანინა. ახლა მბაპე პირველად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ანრიმ ლიგის სადებიუტო მატჩში დუბლი შეასრულა...
ოთხშაბათის მატჩების წინ: საინტერესო ფაქტები
* "დორტმუნდი" თუ შეძლებს ლისაბონის "სპორტინგის" დამარცხებას, პლეი ოფში გავა.* ამ შემთხვევაში, თუ "რეალიც" მოიგებს სტუმრად "ლეგიასთან", ისიც გავა შემდეგ ეტაპზე.
* "ლეგიამ", "ბრიუგემ" და ზაგრების "დინამომ" შესაძლოა, ფრის შემთხვევაშიც დაკარგონ ყოველგვარი თეორიული შანსი, წაგებით - თავისთავად.
* ეს სამი გუნდი ჯერჯერობით, უქულოდაა ჯგუფურ ეტაპზე.
* კრიშტიანო რონალდოს 2 გოლი ესაჭიროება, რომ ევროთასებზე 100 გოლი დაუგროვდეს.
* "ლესტერი" მოგებით გადის. ინგლისის ჩემპიონს შესაძლოა, ფრეც ეყოს (ეს იმ შემთხვევაში, თუ "პორტუ" "ბრიუგეს" ვერ დაამარცხებს, რაც ნაკლებად მოსალოდნელია).
* "ლესტერს" პირველი ადგილის დაბევებაც შეუძლია - უნდა მოიგოს და "პორტუმ" თავისი თამაში ვერ მოიგოს.
* "იუვენტუსს" "ლიონთან" მოგება ესაჭიროება და შემდეგ ეტაპზე გასულია.
* ამ შემთხვევაში მას პლეი ოფში "სევილიაც" მიჰყვება, თუკი ზაგრების "დინამოს" დაამარცხებს.
* ლისაბონის "სპორტინგს" არასოდეს მოუგია გერმანიაში - 12-დან 11 მატჩი გერმანიაში პორტუგალიურმა კლუბმა დათმო.
* "ბრიუგეს" თავკაცი მიშელ პრიუდომი ამ ტურში დისკვალიფიცირებულია.
* "პორტუ" ევროთასების ბოლო 4 საშინაო მატჩში მოუგებელია.
* "ბრიუგეს" ევროთასების ბოლო 7 საგარეო მატჩში არ მოუგია.
* "ლესტერი" იმ ხუთ დებიუტანტს შორისაა, რომელთაც ჩემპიონთა ლიგაზე პირველი სამი მატჩი მოიგეს.
* "ლესტერის" მეკარე კასპერ შმეიხელი მშობლიურ ქალაქში ჩადის სათამაშოდ.
* ზაგრების "დინამოს" ახალ მწვრთნელ ივაილო პეტევს ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი აქვს მწვრთნელის რანგში.
* 18 მატჩია, ტურინის "იუვენტუსი" შინ ევროთასებზე არ დამარცხებულა.
* ვარშავის "ლეგიას" სტადიონი დისკვალიფიცირებულია - თამაში ცარიელი ტრიბუნების წინაშე გაიმართება.
* რაც ლიგაზე ახალი ფორმატია, 11-მა ისეთმა გუნდმა შეძლო შემდეგ ეტაპზე გაღწევა, რომელთაც I წრეში ვერ მოიგეს.
ოთხშაბათი. 2 ნოემბერი
E ჯგუფი
მონაკო-ცსკა 23:45
დისკვალიფიკაცია: ერემენკო (ცსკა)
ტრავმა: დირარი, ტურე, მოუტინიო (?) - ძაგოევი, ცაუნია, პომაზუნი
სავარაუდო შემადგენლობა
მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - რაგი, გლიკი, ჟემერსონი, სიდიბე - სილვა, ფაბინიო, ბაკაიოკო, ლემარი - ჟერმენი, ფალკაო
ცსკა (4-5-1): აკინფეევი - მ. ფერნანდესი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შენნიკოვი - ვერნბლოომი, ნათხო, ტოშიჩი, იონოვი, გოლოვინი - ტრაორე
მსაჯი: მატეი იუგი (სლოვენია)
ტოტენჰემი-ლევერკუზენი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ალდერვეირელდი, კეინი, ლამელა (?) - ბენდერი, კრუზე, პოჰიანპალო, ბელარაბი, თოფრაქი (?), თა (?)
სავარაუდო შემადგენლობა
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოკერი, დაიერი, ვერტონგენი, როუზი - ვანიამა, დემბელე - სონი, ალი, ერიქსენი - იანსენი
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - ჰენრიხსი, თოფრაქი, იედვაი, ვენდელი - ბაუმგარტლინგერი, არანგისი - ფოლანდი, კამპლი, ბრანდტი - ხ. ერნანდესი
მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი)
თ მ ფ წ ბ ქ
1. მონაკო 3 1 2 0 4-3 5
2. ტოტენჰემი 3 1 1 1 2-2 4
3. ლევერკუზენი 3 0 3 0 3-3 3
4. ცსკა 3 0 2 1 3-4 2
ყველა შედეგი
ტოტენჰემი-მონაკო 1:2
ლევერკუზენი-ცსკა 2:2
ცსკა-ტოტენჰემი 0:1
მონაკო-ლევერკუზენი 1:1
ცსკა-მონაკო 1:1
ლევერკუზენი-ტოტენჰემი 0:0
კალენდარი
22 ნოემბერი
ცსკა-ლევერკუზენი
მონაკო-ტოტენჰემი
7 დეკემბერი
ლევერკუზენი-მონაკო
ტოტენჰემი-ცსკა
F ჯგუფი
დორტმუნდი-სპორტინგი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბენდერი, დურმი, როისი, შმელცერი, პიშჩეკი (?), კაგავა (?) - ჟეფერსონი, ბრუნო, ა. სილვა (?)
სავარაუდო შემადგენლობა
დორტმუნდი (4-1-4-1): ბიურკი - გინტერი, პაპასტატოპულოსი, ბარტრა, გერეირო - ვაიგლი - დემბელე, კასტრო, გიოტცე, შიურლე - ობამეიანგი
სპორტინგი (4-3-3): რუი პატრისიო - ზეეგელაარი, კოატესი, სემედო, შელოტო - ვ. კარვალიო, ელიაში, ბ. სეზარი - რუისი, მარტინში, დოსტი
მსაჯი: დანი მაკელიე (ჰოლანდია)
ლეგია-რეალი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რამოსი, პეპე, მოდრიჩი, კაზემირო, მარსელო, ხ. როდრიგესი
სავარაუდო შემადგენლობა
ლეგია (4-5-1): მალარჟი - ბერეშინსკი, პაზდანი, რჟეჟნიჩაკი, ჰლუშეკი - რადოვიჩი, იოდლოვიეცი, მულინი, ოჯიჯა, გილერმე - ნიკოლიჩი
რეალი (4-3-3): ნავასი - კარვახალი, ნაჩო, ვარანი, დანილო - კროოსი, კოვაჩიჩი, ისკო - ბეილი, მორატა, რონალდო
მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)
თ მ ფ წ ბ ქ
1. დორტმუნდი 3 2 1 0 10-3 7
2. რეალი 3 2 1 0 9-4 7
3. სპორტინგი 3 1 0 2 4-4 3
4. ლეგია 3 0 0 3 1-13 0
ყველა შედეგი
რეალი-სპორტინგი 2:1
ლეგია-დორტმუნდი 0:6
სპორტინგი-ლეგია 2:0
დორტმუნდი-რეალი 2:2
რეალი-ლეგია 5:1
სპორტინგი-დორტმუნდი 1:2
კალენდარი
22 ნოემბერი
სპორტინგი-რეალი
დორტმუნდი-ლეგია
7 დეკემბერი
რეალი-დორტმუნდი
ლეგია-სპორტინგი
G ჯგუფი
კოპენჰაგენი-ლესტერი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ამანკვაა, კადრიი (?) - მენდი, სლიმანი (?)
სავარაუდო შემადგენლობა
კოპენჰაგენი (4-4-2): ოლსენი - ანკერსენი, იორგენსენი, იოჰანსონი, აუგუსტინსონი - ვერბიჩი, დელეინი, კვისტი, ფალკი - სანტანდერი, კორნელიუსი
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი, მორგანი, ჰუთი, ფუხსი - მაჰრეზი, კინგი, დრინკვოტერი, ოლბრაიტონი - სლიმანი, ვარდი
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)
პორტუ-ბრიუგე 23:45
დისკვალიფიკაცია: სიმონსი (ბრიუგე)
ტრავმა: - დე ბოკი, ენგელსი, რაფაელოვი
სავარაუდო შემადგენლობა
პორტუ (4-3-3): კასილიასი - ტელესი, მარკანო, ფელიპე, ლაიუნი - დანილო, ერერა, ოტავიო - ო. ტორესი, ჟოტა, ა. სილვა
ბრიუგე (4-2-3-1): ბუტელი - ვან რეინი, პაულეინი, დენსვილი, კულსი - კლაუდემირი, პინა - ვანაკენი, ვორმერი, ლიმბომბი - ფოსენი
მსაჯი: ალბერტო უნდიანო მალენკო (ესპანეთი)
თ მ ფ წ ბ ქ
1. ლესტერი 3 3 0 0 5-0 9
2. კოპენჰაგენი 3 1 1 1 5-2 4
3. პორტუ 3 1 1 1 3-3 4
4. ბრიუგე 3 0 0 3 1-9 0
ყველა შედეგი
პორტუ-კოპენჰაგენი 1:1
ბრიუგე-ლესტერი 0:3
კოპენჰაგენი-ბრიუგე 4:0
ლესტერი-პორტუ 1:0
ლესტერი-კოპენჰაგენი 1:0
ბრიუგე-პორტუ 1:2
კალენდარი
22 ნოემბერი
ლესტერი-ბრიუგე
კოპენჰაგენი-პორტუ
7 დეკემბერი
ბრიუგე-კოპენჰაგენი
პორტუ-ლესტერი
H ჯგუფი
სევილია-დინამო ზ. 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტრემულინა, ფერნანდესი, ნასრი, პარეხა, ბენ იედერი (?) - ანტოლიჩი, სანტოსი
სავარაუდო შემადგენლობა
სევილია (4-1-4-1): რიკო - მარიანო, რამი, მერკადო, ესკუდერო - ნ'ზონზი - სარაბია, ვასკესი, იბორა, ვიტოლო - ვიეტო
დინამო ზ. (4-4-2): ლივაკოვიჩი - სტოიანოვიჩი, შილდენფელდი, ბენკოვიჩი, პივარიჩი - სუდანი, მაშადო, პავიჩიჩი, ჩორიჩი - ფერნანდესი, ენრიკესი
მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)
იუვენტუსი-ლიონი 23:45
დისკვალიფიკაცია: ლემინა (იუვენტუსი)
ტრავმა: კიელინი, დიბალა, პიაცა - ჟალე, ვალბუენა
სავარაუდო შემადგენლობა
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, ბენატია - დ. ალვეში, პიანიჩი, მარკიზიო, ხედირა, ალექს სანდრო - მანჯუკიჩი, იგუაინი
ლიონი (3-5-2): ლოპეში - მამანა, ნკულუ, დიაკაბი - რაფაელი, დარდერი, გონალონი, ტოლისო, რიბუსი - ფეკირი, ლაკაზეტი
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)
თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 3 2 1 0 5-0 7
2. სევილია 3 2 1 0 2-0 7
3. ლიონი 3 1 0 2 3-2 3
4. დინამო ზ. 3 0 0 3 0-8 0
ყველა შედეგი
იუვენტუსი-სევილია 0:0
ლიონი-დინამო 3:0
დინამო-იუვენტუსი 0:4
სევილია-ლიონი 1:0
ლიონი-იუვენტუსი 0:1
დინამო-სევილია 0:1
კალენდარი
22 ნოემბერი
დინამო-ლიონი
სევილია-იუვენტუსი
7 დეკემბერი
ლიონი-სევილია
იუვენტუსი-დინამო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"