თუმცა პოლონელთა რიგებში ჩვენ ვაკო ყაზაიშვილს ველით. ასე რომ, საქართველოში ამ შეხვედრასაც დიდი ინტერესით ელიან.
მეოთხე ტურის შემდეგ მერვედფინალის საგზური უკვე მოიპოვა ხუთმა კლუბმა. ზემოთ ნახსენები "დორტმუნდის" გარდა, სამშვიდობოს არიან "არსენალი", "პარი სენ-ჟერმენი", "ატლეტიკო" და "ბაიერნი", მაგრამ ამ ოთხეულს თამაშები ხვალ უწევს. მოკლედ, 16-დან 11 საგზური ჯერ
V ტურში საგზურის განაღდება შეუძლიათ: "ბენფიკას", "ნაპოლის", "ბეშიქთაშს", "ბარსელონას", "მანჩესტერ სიტის", "მონაკოს", "ლევერკუზენს", "რეალს", "ლესტერს", "პორტუს", "სევილიასა" და "იუვენტუსს".
პლეი ოფში ვერ გავლენ "ლუდოგორეცი", "ბაზელი", "ეინდჰოვენი", "როსტოვი", "ბრიუგე", ზაგრების "დინამო" და "ლეგია".
რა შეიძლება მოხდეს დღეს?
E ჯგუფი:* "მონაკოს" საგზურისთვის ფრეც ჰყოფნის, ხოლო გამარჯვება ფრანგულ კლუბს ჯგუფში პირველ ადგილს დაუბევებს.
* "ლევერკუზენი" გადის, თუ არ წააგებს და "ტოტენჰემი" დამარცხდება.
* მოსკოვის ცსკა-მ აუცილებლად უნდა მოიგოს, თუკი შანსის შენარჩუნება სურს.
F ჯგუფი:
* "დორტმუნდი" ჯგუფში პირველ ადგილს დაიბევებს, თუ მოიგებს და "რეალი" - ვერა.
* "რეალი" შემდეგ ეტაპზეა, თუ ლისაბონში ფრეს მიაღწევს.
G ჯგუფი:
* "ლესტერს" დღეს ფრე ჰყოფნის და შეიძლება არც ეს დასჭირდეს. ამ შემთხვევაში საკმარისია, "კოპენჰაგენმა" ვერ მოიგოს.
* "პორტუ" მერვედფინალში გამარჯვებით გადის.
* "ბრიუგეს" მოგება სჭირდება, პლუს, "კოპენჰაგენის" ვერმოგება, რომ მესამე ადგილისთვის ბრძოლის შანსი გაუჩნდეს.
H ჯგუფი:
* "სევილია" თუ არ წააგებს "იუვენტუსთან", მერვედფინალშია, თუ მოიგებს - მერვედფინალში პირველი ადგილით გავა.
* "იუვენტუსი" გასულია მოგებით, ან მეორე მატჩში "ლიონის" ვერმოგების წყალობით.
* ზაგრების "დინამოს" მხოლოდ გამარჯვება სჭირდება, რომ მესამე ადგილისთვის ბრძოლის შანსი შერჩეს.
გამორჩეული თამაში: სევილია-იუვენტუსი
შესაძლოა, დღევანდელ ტურში არ არის ისეთი მატჩი, რომელიც საყოველთაო ინტერესს იწვევს და მასთან შედარებით სხვები უინტერესოდ მოჩანს, მაგრამ მაინც შეგვიძლია ერთი დაპირისპირების გამორჩევა - ევროპალიგის გამარჯვებული "სევილია" საკუთარ "სანჩეს პისხუანზე" ტურინის "იუვენტუსს" მასპინძლობს. "სევილია" 10 ქულით ჯგუფის ლიდერია, ხოლო "ბებერი ქალბატონი" მას ორი ქულით ჩამორჩება. ხორხე სამპაოლის გუნდის ამოცანა ერთი შეხედვით ძალიან მარტივია - "სევილია", როგორც წესი, არ აგებს (თუ აქ სათამაშოდ "ბარსელონა" არ ჩადის) მშობლიურ სტადიონზე. მიზანიც ეგაა - "სევილიამ" არ უნდა წააგოს. მაგრამ, როცა მეტოქე "იუვენტუსია", წინასწარ ვერაფერს იტყვი. მით უმეტეს, რომ "სევილია" ახალი მწვრთნელის ხელში მხოლოდ შემტევ ფეხბურთს თამაშობს და თავიდანვე ქულას ვერ (არ) დაგეგმავს.
გამარჯვება ანდალუსიელებს ჯგუფს სულაც მოაგებინებს, რაც მერვედფინალში განთესვაში დაეხმარება მას.
წინა სამ მატჩში ერთი "სევილიამ" მოიგო, ერთიც "იუვემ", კიდევ ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. ბურთების სხვაობით იტალიელები 2:1-ს იგებენ. პირველ წრეში ამ გუნდებმა "იუვენტუს არენაზე" 0:0 ითამაშეს.
სამპაოლის საკადრო პრობლემა საერთოდ არა აქვს, აი, მასიმილიანო ალეგრის კი - ბლომად. იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში "იუვენტუსმა" მთავარი დამრტყმელი ძალა დაკარგა - გონსალო იგუაინი. მართალია, არგენტინელი ფორვარდის საზარდულის ტრავმა არ არის სერიოზული, შეიძლება ითქვას, უმნიშვნელოც, მაგრამ ფაქტია, მწვრთნელმა "პიპიტა" ესპანეთში ვერ წაიყვანა.
მოკლედ, იგუაინი-დიბალას დუეტი შეტევაში ვერაფრით შედგება, ორივე ტრავმირებულია. რას იზამს ალეგრი, ვის შეუწყვილებს მარიო მანჯუკიჩს? მართლა ხომ არ ათამაშებს 16 წლის მოიზე კინს, რომელსაც იტალიის ჩემპიონატში უკვე ჰქონდა დებიუტი? გამორიცხული არ არის, მაგრამ უფრო გვგონია, რომ ალეგრი 4-3-3 ტაქტიკით ითამაშებს და ფლანგებიდან ხორვატ ცენტრფორვარდს ხუან კუადრადო და ალექს სანდრო დაეხმარებიან.
დაცვაში არ არის ბარძალი, თუმცა კიელინი გამოჯანმრთელდა, ის სათადარიგოთა სკამზე იჯდება და შეიძლება შემოვიდეს. არ არის მეჰდი ბენატია, არ არის ნახევარმცველი მარკო პიაცაც, თუმცა იგი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად მაინც არ განიხილება.
პრესკონფერენცია
ხორხე სამპაოლი (სევილია): "პირველ რიგში, მინდა ცხადად და გასაგებად ვთქვა - ჩვენ საკუთარი თამაშის ჩვენებას ვაპირებთ და არ მოვერგებით სატურნირო სიტუაციას, თამაშის სადავეები ხელში უნდა ავიღოთ. ერთი წამითაც არ გამიფიქრია, რომ ქულაზე ვითამაშოთ. ეს არ არის ჩვენი თამაში, ჩვენი მსოფლმხედველობა და იდეა. სამირ ნასრიმ დღეს უფრო მეტი ივარჯიშა და უკეთეს ფორმაშიცაა. მე აუცილებლად ვათამაშებ მას, თუკი ხვალ კარგად იქნება. მაგრამ თუ 100 პროცენტით მზად არ იქნება, მისი ჯანმრთელობით არ გავრისკავ. ჩვენ კიდევ გვრჩება თამაში ლიონში. მიუხედავად ამ რეზერვისა, მინდა, რომ სევილიაში მოვიპოვოთ შემდეგი ეტაპის საგზური. ლიონში მშვიდად მინდა გავემგზავრო, რომ არანაირ შედეგზე აღარ ვიყოთ დამოკიდებულნი".მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "კიელინი გამოჯანმრთელდა, რაც ბოლო დროს ერთადერთი კარგი ამბავია კლუბის ლაზარეთიდან. მე ვფიქრობ, რომ ის მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს. იგუაინის ტრავმა არ არის სერიოზული, მაგრამ ვერ გავრისკავ, ახლა რომ ვათამაშო და მთელი თვით დავკარგო, წინ ძალზე მნიშვნელოვანი მატჩები გველის ჩემპიონატშიც და ჩემპიონთა ლიგაზეც. ერთი ვიცი, რომ მანჯუკიჩს კუადრადო მიეხმარება, დანარჩენი კი იმ სათამაშო სისტემაზე იქნება დამოკიდებული, რომელსაც ავირჩევთ "სევილიას" წინააღმდეგ სათამაშოდ".
გასულ უქმეებზე
"იუვენტუსმა" 3:0 გაანადგურა "პესკარა". სწორედ ამ მატჩში დაიმტვრა იგუაინი. პირველ ტაიმში ანგარიში გერმანელმა სამი ხედირამ გახსნა, მეორეში კი "იუვეს" მანქანა ბოლომდე ამუშავდა და ჯერ მანჯუკიჩმა, შემდეგ კი ერნანეშმა აიღეს "პესკარას" კარი. "იუვე" ჩემპიონატში ერთპიროვნული ლიდერია და ჩემპიონობის უპირობო ფავორიტი.
"სევილიამ" სტუმრად 0:2-ის შემდეგ 3:2 მოიგო! ეს თითქმის სასწაულია იმ ფონზე, რომ ანდალუსიელები ძალიან ცუდად თამაშობენ სტუმრად. "დეპორტივო" "რიასროზე" რაიან ბაბელისა და ფლორინ ანდონეს გოლებით იგებდა, მაგრამ სტივენ ნ'ზონზიმ ტაიმის მიწურულს ერთი გაქვითა. 87-ე წუთზე ესპანეთის ნაკრებს შეჩვეულმა ვიტოლომ გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ დროში მცველმა გაბრიელ მერკადომ "სევილიას" სამი ქულა მოუტანა.
რისკი გათვლით
ძალზე ჩახლართულია სიტუაცია E ჯგუფში, სადაც ჯერ არც ერთ გუნდს არ დაუბევებია საგზური და არც რომელიმე მათგანს დაუკარგავს შანსი. ბუნებრივია, ეს შანსი ყველაზე მცირე დოზით მოსკოვის ცსკა-ს აქვს, რომელიც გახსნის კიდევაც დღევანდელ დღეს მეორე ადგილზე მყოფ "ლევერკუზენთან" დაპირისპირებით. რუსებს მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროებათ."ლუი მეორეზე" "მონაკო" მაურისიო პოჩეტინოს "ტოტენჰემს" მასპინძლობს, რომელიც ინგლისში ერთადერთი წაუგებელი გუნდია, მაგრამ ლიგაზე "დეზებმა" უკვე ორჯერ მოასწრეს დამარცხება და ახლა ძალზე არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობაში არიან.
"მონაკოს"ფრეც ჰყოფნის გასასვლელად, "უემბლიზე" ამ გუნდების დაპირისპირება ჟარდიმის "მონაკომ" მოიგო - 2:1.
ლეონარდო ჟარდიმი (მონაკო): "ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენი თამაში ვითამაშოთ და მოედანზე მოსაგებად გავიდეთ. არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ფრეც საკმარისია. ეს იქნება ძალზე სახიფათო ფიქრი. საკუთარი ძალები ბოლომდე უნდა გამოვავლინოთ და მთელი შემართებით ვითამაშოთ. მეტოქეს მხოლოდ მოგება სჭირდება და მას დაუბრუნდა ჰარი კეინი, რაც ერთიორად გაძლიერებას ნიშნავს. ის ძალიან მაღალი კლასის მოთამაშეა და თან ლონდონელებს ასეთი მხოლოდ კეინი არ ჰყავთ, "ტოტენჰემში" ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელია".
მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი): "ამ თამაშში აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ასე რომ, ჩვენი დავალება ასეთია - მოსაგები გზები უნდა გამოვნახოთ. უნდა ჭკვიანურად ვითამაშოთ და რისკზეც გააზრებულად წავიდეთ, ფეხბურთში ბალანსს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მთავარია, შეძლებენ თუ არა მუსა დემბელე, ჰარი კეინი და დელე ალი 90-90 წუთის თამაშს. ამაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ტაქტიკური სქემაც და თამაშის სტილიც. ამ ფეხბურთელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავაყენებ, თუ დავრწმუნდები, რომ ასი პროცენტით მზად არიან ბრძოლისთვის. ზოგიერთმა შეიძლება სათადარიგოთა სკამზეც კი გადაინაცვლოს".
მასპინძლებს სუპერფორმაში ჰყავთ რადამელ ფალკაო, რომელმაც ლიგა 1-ის ბოლო სამ ტურში ხუთი გოლი გაიტანა.
ზედიზედ მეოცე სეზონში?
კრიშტიანო რონალდო ლისაბონში ჩადის და იმ გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს, სადაც დაიწყო პროფესიული კარიერა. "რეალი" ფავორიტის რანგში ხვდება "სპორტინგს". თუ გოლს გაიტანს, კრიშტიანო, რა თქმა უნდა, არც ლისაბონში იზეიმებს. ზიდანის გუნდს კი ფრეც ჰყოფნის. თუკი ამას მოახერხებს, "სამეფო კლუბი" ბოლო 20 სეზონში ზედიზედ გავა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში.ჯგუფური ეტაპის I ტურში "რეალი" აგებდა "სპორტინგთან", მაგრამ შემდეგ ორი გოლი გაიტანა და 2:1 მოიგო. შეგახსენებთ, რომ კრიშტიანოს ევროთასებზე 100 გოლის გატანამდე ორი გოლი აკლია და ამ საიუბილეო რიცხვს მან შესაძლოა, ლისაბონში მიაღწიოს.
ზინედინ ზიდანი (რეალი): "მადრიდულ თამაშში რომ გაგვიჭირდა, სულაც არ გამკვირვებია, "სპორტინგი" ძალიან კარგი გუნდია. გუნდურად მზად უნდა ვიყოთ მორიგი მძიმე დაპირისპირებისთვის. დერბიში გამარჯვება იმის გარანტია სულაც არ არის, რომ "სპორტინგსაც" ვაჯობებთ. რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, მე არ დავდივარ კალკულატორით და არ ვითვლი, რამდენი ქულა გვჭირდება. ამას არც ჩემი ფეხბურთელები აკეთებენ".
სამშაბათი. 22 ნოემბერი
E ჯგუფი
ცსკა-ლევერკუზენი 21:00
დისკვალიფიკაცია: ერემენკო (ცსკა)
ტრავმა: ცაუნია, პომაზუნი - ბენდერი, კისლინგი, ბელარაბი
სავარაუდო შემადგენლობა
ცსკა (4-5-1): აკინფეევი - მ. ფერნანდეში, ვ. ბერეზუცკი, ა. ბერეზუცკი, შენნიკოვი - ნათხო, გოლოვინი, ტოშიჩი, ვერნბლომი, მილანოვი - ჩალოვი
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - ჰენრიხსი, თოფრაქი, თა, ვენდელი - ბაუმგარტლინგერი, არანგისი - ბრანდტი, ჩალჰანოღლუ, კამპლი - ხ. ერნანდესი
მსაჯი: ალბერტო უნდიანო მალენკო (ესპანეთი)
მონაკო-ტოტენჰემი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მოუტინიო (?) - უოკერი, ლამელა, ალდერვეირელდი, დევისი
სავარაუდო შემადგენლობა
მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - სიდიბე, გლიკი, ჟემერსონი, მენდი - სილვა, ფაბინიო, ბაკაიოკო, ლემარი - ჟერმენი, ფალკაო
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ტრიპიერი, დაიერი, ვერტონგენი, როუზი - ვანიამა, დემბელე - ერიქსენი, ალი, სონი - კეინი
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)
თ მ ფ წ ბ ქ
1. მონაკო 4 2 2 0 7-3 8
2. ლევერკუზენი 4 1 3 0 4-3 6
3. ტოტენჰემი 4 1 1 2 2-3 4
4. ცსკა 4 0 2 2 3-7 2
ბოლო ტური
7 დეკემბერი
ლევერკუზენი-მონაკო
ტოტენჰემი-ცსკა
F ჯგუფი
სპორტინგი-რეალი 23:45
დისკვალიფიკაცია: ბრუნო პასი (სპორტინგი)
ტრავმა: - კაზემირო, კროოსი, მორატა, პეპე
სავარაუდო შემადგენლობა
სპორტინგი (4-5-1): რუი პატრისიო - ჟ. პერეირა, კოატესი, სემედო, ზეეგელაარი - ვ. კარვალიო, ა. სილვა, ჟელსონი, ბ. რუისი, ბრუნო სეზარი - დოსტი
რეალი (4-3-3): ნავასი - კარვახალი, ვარანი, ს. რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კოვაჩიჩი, ისკო - ბეილი, რონალდო, ბენზემა
მსაჯი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია)
დორტმუნდი-ლეგია 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბენდერი, ბიურკი - მულინი
სავარაუდო შემადგენლობა
დორტმუნდი (4-1-4-1): ვაიდენფელერი - პასლაკი, გინტერი, ბარტრა, დურმი - როდე - რამოსი, კასტრო, პულიშიჩი, დემბელე - ობამეიანგი
ლეგია (4-5-1): მალარჟი - ბერეჟინსკი, პაზდანი, რჟეჟნიჩაკი, ჰლუშეკი - გილერმე, კოპჩინსკი, ოჯიჯა, რადოვიჩი, კუჩარჩიკი - ნიკოლიჩი
მსაჯი: მარტინ სტრიომბერგსონი (შვედეთი)
თ მ ფ წ ბ ქ
1. დორტმუნდი 4 3 1 0 11-3 10
2. რეალი 4 2 2 0 12-7 8
3. სპორტინგი 4 1 0 3 4-5 3
4. ლეგია 4 0 1 3 4-16 1
ბოლო ტური
7 დეკემბერი
რეალი-დორტმუნდი
ლეგია-სპორტინგი
G ჯგუფი
ლესტერი-ბრიუგე 23:45
დისკვალიფიკაცია: ვორმერი (ბრიუგე)
ტრავმა: შმეიხელი, მენდი, სლიმანი, ჩილველი - დიაბი, ენგელსი
სავარაუდო შემადგენლობა
ლესტერი (4-4-2): ცილერი - ერნანდესი, ჰუთი, მორგანი, ფუხსი - მაჰრეზი, დრინკვოტერი, კინგი, მუსა - ოკაზაკი, ვარდი
ბრიუგე (4-2-3-1): ბუტელი - ვან რეინი, პულენი, დენსვილი, კოოლსი - კლაუდემირი, სიმონსი - ისკერდო, ვანაკენი, ლიმბომბე - ფოსენი
მსაჯი: რუსი ბუკე (საფრანგეთი)
კოპენჰაგენი-პორტუ 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კორნელიუსი, სანტანდერი - ლაიუნი, რუბენ ნევესი
სავარაუდო შემადგენლობა
კოპენჰაგენი (4-1-4-1): ოლსენი - ანკერსენი, იოჰანსონი, იორგენსენი, აუგუსტინსონი - კვისტი - ფალკი, დელენი, ვერბიჩი, ტუტუ - პავლოვიჩი
პორტუ (4-4-2): კასილიასი - მ. პერეირა, ფელიპე, მარკანო, ტელესი - ერერა, დანილო, ოტავიო, ო. ტორესი - ანდრე სილვა, ჟოტა
მსაჯი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)
თ მ ფ წ ბ ქ
1. ლესტერი 4 3 1 0 5-0 10
2. პორტუ 4 2 1 1 4-3 7
3. კოპენჰაგენი 4 1 2 1 5-2 5
4. ბრიუგე 4 0 0 4 1-10 0
ბოლო ტური
7 დეკემბერი
ბრიუგე-კოპენჰაგენი
პორტუ-ლესტერი
H ჯგუფი
დინამო-ლიონი 23:45
დისკვალიფიკაცია: ლოვრენი, სოსა, სტოიანოვიჩი (დინამო)
ტრავმა: ანტოლიჩი, სუდანი - მამანა, ღეზალი, ჟალე
სავარაუდო შემადგენლობა
დინამო ზ. (4-2-3-1): ლივაკოვიჩი - მაცელი, ბენკოვიჩი, შილდენფელდი, პივარიჩი - ჟონასი, პავიჩიჩი - შიტუმი, ჩორიჩი, ფერნანდესი - ენრიკესი
ლიონი (4-4-2): ლოპეში - რიბუსი, დიაკჰაბი, ნკულუ, რაფაელი - გონალონი, ტოლისო, ფერი, დარდერი - ფეკირი, ლაკაზეტი
მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)
სევილია-იუვენტუსი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - ბარძალი, დიბალა, პიაცა, იგუაინი, ბენატია
სავარაუდო შემადგენლობა
სევილია (3-5-2): ს. რიკო - მერკადო, რამი, პარეხო - მარიანო, ნასრი, ნ'ზონზი, ვასკესი, ესკუდერო - ვიტოლო, ვიეტო
იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი - დ. ალვეში, ბონუჩი, რუგანი, ევრა - ხედირა, მარკიზიო, პიანიჩი - კუადრადო, მანჯუკიჩი, ალექს სანდრო
მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)
თ მ ფ წ ბ ქ
1. სევილია 4 3 1 0 6-0 10
2. იუვენტუსი 4 2 2 0 6-1 8
3. ლიონი 4 1 1 2 4-3 4
4. დინამო ზ. 4 0 0 4 0-12 0
ბოლო ტური
7 დეკემბერი
ლიონი-სევილია
იუვენტუსი-დინამო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"