ევროპალიგა. 1/8-ფინალი: "რომა" ჩარჩა, "მანჩესტერ იუნაიტედი" გავიდა

AutoSharing Option
17 მარტს ევროპალიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩები გაიმართა. ცენტრალური მატჩები მანჩესტრსა და რომში ჩატარდა.

"მანჩესტერ იუნიატედმა" საკუთარ მოედანზე "როსტოვს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ზლატან იბრაჰიმოვიჩის ქუსლით პასის შემდეგ ხუან მატამ შეაგდო.

"რომამ" კი "ლიონის" ბარიერი ვერ დაძლია. მართალია, მასპინძლებმა გაიმარჯვეს, მაგრამ 2:1 რომაელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად არ ეყოთ.

"ბეშიქთაშმა" დამაჯერებლად სძლია "ოლიმპიაკოსს" ანგარიშით 4:1 და შემდეგ ეტაპზე გავიდა. რაიან ბაბელმა შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.

"სელტამ" სტუმრად "კრასნოდარს" ანგარიშით 2:0 სძლია და საერთო ჯამში დაპირისპირება 3:1 მოიგო.

ასევე შემდეგ ეტაპზე უპრობლემოდ გავიდა
"გენკი", რომელმაც "გენტთან" ფრედ ანგარიშით 1:1 ითამაშა.

აიაქსი-კოპენჰაგენი 2:0 (1:2)
გოლები: 1:0 ბერტრანდ ტრაორე (23), 2:0 კასპერ დოლბერგი (45)

ანდერლეხტი-აპოელ 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 ფრენკ ეიჩიმპონგი (65)

რომა-ლიონი 2:1 (2:4)
გოლები: 0:1 მოუტა დიაჰაბი (16), 1:1 კევინ სტროტმანი (17), 2:1 ლუკას ტოუსარტი (ავტ. 60)

გლადბახი-შალკე 2:2 (1:1)
გოლები: 1:0  ანდრეას კრისტენსენი (26), 2:0 მაჰმუ დეჰუდი (45), 1:2 ლეონ გორეცკა (54), 2:2 ნაბილ ბენტალები (პენ. 68)

მანჩესტერი-როსტოვი 1:0 (1:1)
გოლი: 1:0 ხუან მატა (70)

ბეშიქთაში-ოლიმპიაკოსი 4:1 (1:1)
გოლები: 1:0 ვინსენტ აბოუბაკარი (10), 2:0, 3:1 რაიან ბაბელი (22, 71), 2:1 ტარიკ ელიონუსი (31), 4:1 სენკ ტოსუნი (84)

გენკი-გენტი 1:1 (5:2)
გოლები: 1:0 ტიმოტი კასტანე (20), 1:1 ლუის ვესტრაეტე (84)

კრასნოდარი-სელტა 0:2 (1:2)
გოლები: 0:1 ჰუგო მალო (52), 0:2 იაგო ასპასი (80)

შეგახსენებთ, რომ ევროპალიგის მეოთხედფინალური სტადიის წილიყრა 17 მარტს გაიმართება.

- ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის წილისყრა: როდის და როგორ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული