ევროპალიგა. 1/4-ფინალი: სტამბოლის დრამა, მოუს ძვირი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს ნიონში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის ნახევარფინალების წილისყრაა. წუხელ ევროპალიგას ოთხი მონაწილეღა შემორჩა...

ნახევარფინალისტების ვინაობის გარკვევას ოთხიდან სამ დაპირისპირებაში დამატებითი დრო დასჭირდა, ხოლო სტამბოლში, "ვოდაფონ არენაზე" გამარჯვებული ვერც ამან გამოავლინა და პენალტების სერია ვიხილეთ.

დავიწყოთ ამ თამაშით - სტამბოლში თამაშის მშვიდობიანად ჩატარებაც კი სათუო იყო, იმის გათვალისწინებით, თუ რა მოხდა ერთი კვირის წინათ ლიონში. დრამა ნამდვილად ვიხილეთ, ოღონდ საფეხბურთო მინდორზე - "ბეშიქთაშმა" ზუსტად ისეთივე ანგარიშით მოუგო "ლიონს", როგორც "ოლიმპიკ პარკზე" წააგო - 2:1.

საქმე პენალტების სერიამდე მივიდა - ფეხბურთელებმა 6-6
დარტყმა უნაკლოდ შეასრულეს, აი, მერე კი მათ ნერვებმა უმტყუნათ - "ბეშიქთაშიდან" ტოშიჩმა და მიტროვიჩმა ვერ ივარგეს, "ლიონიდან" მხოლოდ - ჟალემ. გადამწყვეტი დარტყმა მაქსიმე გონალონსმა გაიტანა. შესაბამისად, ბრძოლას "ლიონი" აგრძელებს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"აიაქსს", თითქოს, თავი ქუდში ჰქონდა, მაგრამ გელზენკირხენში 0:2 წააგო და დაპირისპირება დამატებით დროში გადავიდა, სადაც "შალკემ" კიდევ ერთი გაუტანა იმ დროისთვის უკვე 10 კაცით მოთამაშე "აიაქსს". აი, აქ კი გაუთვალისწინებელი მოხდა, ჰოლანდიელებმა ორი გაიტანეს და ნახევარფინალში გავიდნენ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ოლდ ტრაფორდზეც" დამატებითი ტაიმები ვიხილეთ, რადგან ჟოზე მოურინიომ ძირითად დროში ვერც შინ მოუგო "ანდერლეხტს". ყველაფერი მარკუს რაშფორდის გოლმა გადაწყვიტა "მანჩესტერის" სასარგებლოდ. "განსაკუთრებულს" ეს გამარჯვება ძალზე ძვირი დაუჯდა, პირველ ტაიმში მარკოს როხო საკაცით გაიყვანეს, ხოლო ბოლოს ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მხოლოდ ბელგიაში დასრულდა ყველაფერი ძირითად დროში. "გენკს" არ ეყო რესურსი ვიგოს მარცხის ამოსაქაჩავად - 1:1, რაც "სელტას" ბრძოლის გაგრძელების უფლებას აძლევს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბეშიქთაში-ლიონი 2:1 (6:7 პენ) (1:2)
გოლები: 1:0 ტალისკა (27), 1:1 ლაკაზეტი (34), 2:1 ტალისკა (58)
ბეშიქთაში (4-2-3-1): ფაბრი - გონული, მიტროვიჩი, ტოშიჩი, ადრიანო (77. ბეკი) - ოზიაკუპი (94. უისალი), ჰატჩინსონი - ქუარეჟმა (117. არსლანი), ტალისკა, ბაბელი - თოსუნი
ლიონი (4-3-3): ლოპეში - ჟალე, ნ'კულუ, დიაკაბი, მორელი (122. რიბუსი) - ტუსარი, გონალონი, ტოლისო - კორნე (77. ფეკირი), ლაკაზეტი (91. ღეზალი), ვალბუენა

გენკი-სელტა 1:1 (2:3)
გოლები: 0:1 სისტო (63), 1:1 ტრუსარი (67)
გენკი (4-3-3): რაიანი - კასტანი, ბრაბეცი (81. დევაესტი), კოლეი, ურონენი - ბერგი, პოსუელო, მალინოვსკი (72. შრივერსი) - ტროსარი, სამატა, ბუფელი (72. ბოტიუსი)
სელტა (4-3-3): ს. ალვარესი - მალიო, კაბრალი, ფონტასი, ხონი - ვასი (80. ხოსაბედი), რადოია, პ. ერნანდესი - ასპასი, გუიდეტი (42. ბოვიუ (91. რონკალია)), სისტო

მანჩესტერი-ანდერლეხტი 1:1 (2:1 დ. დ.) (1:1)
გოლები: 1:0 მხითარიანი (10), 1:1 ჰანი (32), 2:1 რაშფორდი (107)
მანჩესტერი (4-1-4-1): რომერო - ვალენსია, ბაილი, როხო (23. ბლინდი), შოუ - ქერიკი - მხითარიანი, ლინგარდი (60. ფელაინი), პოგბა, რაშფორდი - იბრაჰიმოვიჩი (91. მარსიალი)
ანდერლეხტი (4-1-4-1): რუბენი - აპია, მბოჯი, შპაიჩი, ობრადოვიჩი - დენდონკერი - ჩიპჩიუ (64. ბრუნო), ტილემანსი, ჰანი (64. სტანჩუ), აჩეამპონგი - ტეოდორჩიკი (79. ტელინი)

შალკე-აიაქსი 2:0 (3:2 დ. დ.) (0:2)
გოლები: 1:0 გორეტცკა (53), 2:0 ბურგშტალერი (56), 3:0 კალიჯური (101), 3:1 ვიერხევერი (111), 3:2 იუნესი (120)
შალკე (4-2-3-1): ფარმანი - რიეტჰერი (112. ავდიაი), ჰიოვედესი, ნასტასიჩი, კოლაშინაცი - სტამბული (53. ჰუნტელაარი), ბენტალები - კალიჯური, გორეტცკა (84. გაისი), მაიერი - ბურგშტალერი
აიაქსი (4-3-3): ონანა - ფელტმანი, სანჩესი, დე ლიხტი, ვიერხევერი - ზიეჩი, შიონე (74. ვან დე ბეეკი), კლაასენი - კლუივერტი (61. დოლბერგი), ბ. ტრაორე (82. ტეტე), იუნესი
გაძევება: ფელტმანი (80)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული