ჟოზე მოურინიო ტრავმებს ებრძვის. ახლახან მან იხუმრა კიდეც, მეც ინტენსიურად ვვარჯიშობ და იქნებ, გუნდის დახმარებაც დამჭირდესო. გუნდურ ვარჯიშს ბოლო დღეებში დაუბრუნდნენ პოგბა, მატა, სმოლინგი, ბაილი და ჯონსი. თამაში ყველას შეუძლია, მაგრამ სხვა საქმეა, როგორ ფორმაში იქნებიან ისინი "სელტასთან" დაპირისპირებისთვის.
ფაქტები
* ევროპალიგა/უეფას თასი ერთადერთი დიდი საკლუბო ტურნირია, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს" არ მოუგია.* "სელტას" რიგებში ჯუზეპე როსი ირიცხება, რომელსაც ისევ სერიოზული ტრავმა აქვს. იგი 2004-07 წლებში
* ევროპალიგის ფინალი 24 მაისს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, "ფრენდს არენაზე" გაიმართება, მხოლოდ გუიდეტი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი არიან შვედები, ვინც ტურნირს შემორჩნენ, მაგრამ ზლატანის მძიმე ტრავმის ამბავი ცნობილია. არადა, "ფრენდს არენის" სიახლოვეს იბრას ძეგლი დგას, რომელიც ცოტა ხნის წინათ გაიხსნა. 2003/04 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "აიაქსში" ყოფნისას იბრაჰიმოვიჩს "სელტას" კარში გამარჯვების გოლი აქვს გატანილი.
* "სელტამ" ინგლისურ გუნდებთან ბოლო სამი დაპირისპირება დათმო.
* "მანჩესტერი" ნახევარფინალურ სტადიაზე ესპანურ გუნდებს 3-ჯერ გადაეყარა (სამივეჯერ ჩემპიონთა ლიგაზე/თასზე). "წითელმა ეშმაკებმა" ორჯერ გაიკვალეს გზა ფინალამდე და ორივე ფინალი მოიგეს.
პრესკონფერენცია
ედუარდო ბერიცო (სელტა): "ერთად უნდა დავდგეთ და ვითამაშოთ ისე, როგორც ვემზადებოდით, რომ ავიხდინოთ ოცნება. ყოველი ჩვენგანი მოტივირებული უნდა იყოს. იმისთვის, რომ ასეთი დიდი მეტოქე დავამარცხოთ, ჩვენ საკუთარ თავებს უნდა ვაჯობოთ. იმედი მაქვს, ხვალ ბრწყინვალე საღამო გვექნება."მანჩესტერ იუნაიტედი" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდებული კლუბია. მის დამარცხებას გაბედული თამაში სჭირდება. ჩემი ფეხბურთელები დაღვინებული ფეხბურთელები არიან, რომელთაც საკუთარი თავის რწმენას ვერავინ წაართმევს. ეს ის თამაშია, რომლის ნახვაც "სელტას" ნებისმიერ ფანს სურს და ოცნებობს".
ჟოზე მოურინიო (მანჩესტერი): "ბევრს არ ვფიქრობ შესაძლო მიღწევაზე. ვიცი, რომ ეს ერთადერთი ტურნირია, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს" არასოდეს მოუგია. ძალიან კარგი იქნება, თუკი წრეს შევკრავთ და მერე ვიტყვით - "მანჩესტერ იუნაიტედი" ის გუნდია, რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერი ტიტული აქვს მოგებული. მიუხედავად ბევრი ტრავმისა, ევროპალიგის მოგება გუნდისთვის საოცარი მიღწევა იქნება. ეს კი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე დაგვაბრუნებს.
ევროპალიგაზე ძალიან ბევრი გუნდი თამაშობდა, პლეი ოფის სტადიაზე თითქმის ყველა ერთი დონის იყო. აი, ამხელა ქარავანიდან გამოაღწია ნახევარფინალში ვიგოს "სელტამ", რაც მასზე ყველაზე ნათლად მეტყველებს".
გასულ უქმეებზე
"სელტას" ლა ლიგაზე ხელი ჩაქნეული აქვს და მთელი ყურადღება ევროპალიგაზე აქვს მიმართული. გუნდი ცხრილის შუაშია და წინსვლის სერიოზული პერსპექტივა არა აქვს. ამიტომაც ქულებსაც იოლად ანიავებს. "ბალაიდოსზე" "სელტა" 0:3 დამარცხდა ბილბაოს "ატლეტიკთან"."მანჩესტერ იუნაიტედმა" კვლავ ფრე ითამაშა "ოლდ ტრაფორდზე", ამჯერად, "სუონსის" წინააღმდეგ - 1:1. "იუნაიტედი" უეინ რუნიმ პენალტით დააწინაურა, მაგრამ გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.
ხუთშაბათი. 4 მაისი
სელტა-მანჩესტერი 23:05
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბლანკო, პლანასი, ჯ. როსი - იბრაჰიმოვიჩი, ჯონსი, როხო, შოუ, სმოლინგი, ფოსუ-მენსა, ბაილი (?), პოგბა (?)
სავარაუდო შემადგენლობები
სელტა (4-2-3-1): სერხიო ალვარესი - მალიო, კაბრალი, ფონტასი, ხონი - რადოია, პაბლო ერნანდესი - ასპასი, ვასი, სისტო - გუიდეტი
მანჩესტერ იუნ. (4-3-3): რომერო - ვალენსია, დარმიანი, ბაილი, იანგი - კერიკი, ანდერ ერერა, პოგბა - მხითარიანი, რაშფორდი, მარსიალი
ურთიერთშეხვედრები: არ უთამაშიათ
მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"