ჯანო ანანიძის "სპარტაკს" მეტოქედ "პორტო" ერგო

AutoSharing Option
შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპის ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. გუნდები ამგვარად დაწყვილდნენ:

"პორტო"-"სპარტაკი"
"ბენფიკა"-"პსვ"
"ვილიარეალი" - "ტვენტე"
"ბრაგა" - "დინამო" (კიევი)

მეოთხედფინალის პირველი მატჩები 7 აპრილს, საპასუხო კი 14 აპრილს გაიმართება.

ნახევარფინალში, რომელიც 28 აპრილს და 5 მაისს შედგება, "ბრაგა" - "დინამოს" შორის გამარჯვებული "ბენფიკა"-"პსვ"-ს შორის გამარჯვებულს შეხვდება. "პორტო"-"სპარტაკს" შორის გამარჯვებული კი "ვილიარეალი"-"ტვენტეს" შორის ტრიუმფატორს დაუპირისპირდება.

ევროპის ლიგის ფინალი 18 მაისს დუბლინში გაიმართება.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული