როცა იმედი ბოლოს კვდება

AutoSharing Option
ევროპის ლიგა. 1/4 ფინალი. I მატჩების გამოხმაურება

პორტუ (პორტუგალია)-სპარტაკი (რუსეთი) 5:1
გოლები: 1:0 ფალკაო (37), 2:0 ვარელა (65), 3:0 მაიკონი (70), 3:1 კ. კომბაროვი (71), 4:1 ფალკაო (84), 5:1 ფალკაო (92)

ანდრე ვილას-ბოასი (პორტუ): "ძალიან მაგარ შედეგს მივაღწიეთ. ბრწყინვალედ ვითამაშეთ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. "სპარტაკს" ბურთით თამაში კარგად გამოსდის და ბევრი კარგი შემქმნელი ფეხბურთელიც ჰყავს. თავიდან ამიტომაც გვჯობნიდნენ, თუმცა გუნდის რეაქცია სუსტ სტარტზე ჩინებული იყო. მეორე მატჩზეც აუცილებლად მობილიზირებულნი უნდა გავიდეთ - მოულოდნელობა მაშინ ხდება, როცა ყველაზე ნაკლებად ელი".

ვალერი კარპინი (სპარტაკი):
"პირველი 25 წუთის შემდეგ "დავდექით", რატომ მოხდა ასე ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, ჩემი შეცდომების გამო წავაგეთ. რა მოხდება მომავალში? ამას კლუბის აქციონერები გადაწყვეტენ".

საუკეთესო: ფერნანდო (პორტუ) - მიუხედავად იმისა, რომ ჰეთ თრიკი ფალკაომ შეასრულა. სწორედ ფერნანდოს წყალობით ჩაიგდო მასპინძელთა გუნდმა მართვის სადავეები ხელთ


ბენფიკა (პორტუგალია)-პსვ (ჰოლანდია) 4:1
გოლები: 1:0 აიმარი (37), 2:0 სალვიო (45), 3:0 სალვიო (52), 3:1 ლაბიადი (80), 4:1 სავიოლა (94)

ჟორჟე ჟეზუსი (ბენფიკა): "ჩემი გუნდის თამაშით ძალზე კმაყოფილი ვარ. ამაზე მეტის მოთხოვნა მათგან, უსამართლობა იქნებოდა. სამწუხაროდ, მეტოქემ ერთი გოლის გატანა მოახერხა, რის გამოც ვერ ვიტყვი, რომ ნახევარფინალში უკვე გავედით. დაველოდოთ ჰოლანდიურ დაპირისპირებას".

ფრედ რუტენი (პსვ): "უნდა ვაღიარო, რომ "ბენფიკა" ბევრად გვჯობდა. ანგარიში ისეთია, ძნელია, წარმატებაზე იფიქრო. ვიყოთ რეალისტები. გუნდმა ძალიან სასტიკი მარცხი იგემა".
საუკეთესო: მაქსი პერეირა (ბენფიკა) - თავის, მარჯვენა ფლანგზ აიკლო პსვ-ს დაცვა. მისი შორეული პასები და ჩაწოდებები იყო ძალიან სახიფათო. ამასთან ურუგვაელს არ ავიწყდებოდა თავისი უშუალო ფუნქციების შესრულება.


ვილიარეალი (ესპანეთი)-ტვენტე (ჰოლანდია) 5:1
გოლები: 1:0 მარჩენა (22), 2:0 ბ. ვალერო (43), 3:0 ნილმარი (45), 4:0 როსი (55), 5:0 ნილმარი (80), 5:1 იანკო (91)

ხუან კარლოს გარიდო (ვილიარეალი): "ვფიქრობ, გულშემატკივრები შინ წავლენ ძალიან კმაყოფილები. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ ვართ ფავორიტები, მაგრამ ეს ჰოლანდიაში უნდა დავამტკიცო. დიდი მადლობა გულშემატკივრებს ასეთი მხურვალდე მხარდაჭერისთვის".

მიშელ პრიუდომი (ტვენტე): "პირველ ტაიმში 2 გოლი ფეხბურთელთა ინდივიდუალური შეცდომების გამო გავუშვით. დაცვიდან ვითამაშეთ, რადგან მეტოქეს ორი ზესწრაფი ფორვარდი ჰყავს. მაინც ვიბრძოლებთ ბოლომდე".

ამ თამაშში ფეხი მოიტეხა "ვილიარეალის" არგენტინელმა მცველმა ხავიერ გონსალომ. ის უხეშობით გამორჩეული ფორვარდის, მარკო იანკოს უხეშობის მსხვერპლი გახდა.
საუკეთესო: ნილმარი (ვილიარეალი) - როცა შეატყო, რომ ვიზგერჰოფი მჭიდროდ ეთამაშებოდა, ტაქტიკური სიბრძნე გამოავლინა და სიღრმიდან დაიწყო შეტევა. ბრაზილიელის ანგარიშზე დუბლია. განსაკუთრებით ბრწყინვალე მისი მეორე გოლი იყო.


დინამო (უკრაინა)-ბრაგა (პორტუგალია) 1:1
გოლები: 1:0 იარმოლენკო (6), 1:1 გუსევი (13 ს.კ.)

იური სიომინი (დინამო): "ძალიან რთული მატჩი იყო. ჩემი აზრით, პირველი 35 წუთი კარგად ვითამაშეთ. ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ მხოლოდ ერთი ვერ გამოვიყენეთ. კურიოზული გოლი კი გავუშვით, მაგრამ სიტუაციის გამოსწორების შანსი რამდენჯერმე მოგვეცა და ვერ გამოვიყენეთ. დიდი როლი ითამაშა შევჩენკოს გაძევებამაც. მეტოქე მხოლოდ ჩაშლაზე იყო ორიენტირებული".

დომინგუშ პასიენსია (ბრაგა): "თავიდან, რა თქმა უნდა, გაგვიმართლა, მაგრამ შევჩენკოს გაძევების შემდეგ სულ სხვა ფეხბურთი ვითამაშეთ".

საუკეთესო: არტურ მორაეში (ბრაგა) - პორტუგალიელთა გოლკიპერმა 3-4 რთული დარტყმა მოიგერია.


პირველი მეოთხედფინალური მატჩების სიმბოლური ნაკრები (გოლ.კომ)

არტური (ბრაგა) - მ. პერეირა (ბენფიკა), მაიკონი (პორტუ), მარჩენა (ვილიარეალი), კოენტრაო (ბენფიკა) - სალვიო (ბენფიკა), ბ. ვალერო (ვილიარეალი), ფერნანდო (პორტუ), კასორლა (ვილიარეალი) - ფალკაო (პორტუ), ნილმარი (ვილიარეალი).

ბომბარდირები: 10 - ფალკაო (პორტუ); 9 - როსი (ვილიარეალი); 6 - ნეციდი (ცსკა); 5 - ნილმარი (ვილიარეალი), კანუტე (სევილია), ბონი (სპარტა), რუდნიევსი (ლეხი), კავანი (ნაპოლი), მილევსკი (დინამო).


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული