ფალკაო: ეს ჩემს კარიერაში პირველი პოკერია

AutoSharing Option
"ვილიარეალთან" (5:1) ევროპის ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში გამარჯვების შემდეგ "პორტუს" ფორვარდმა ფალკაომ აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა მის მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება.

ფორვარდმა პოკერი შეასრულა და ამ ტურნირში გატანილი გოლების რაოდენობა 15-მდე გაზარდა. ასეთი შედეგი ქონდა იურგენ კლინსმანს უეფას თასის 1995/96 წლის სეზონში.

"ეს უბრალოდ ენითაღუწერელი გრძნობაა. ეს გოლები არასდროს დამავიწყდება. ეს ჩემს კარიერაში პირველი პოკერია. შესანიშნავი ფეხბურთი ვაჩვენეთ და ფინალს კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით. მიუხედავად ამისა, გვესმის, რომ საპასუხო მატჩში ესპანეთში მოდუნება არ შეიძლება", - თქვა ფალკაომ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული