"ბანანცმა" უკრაინიდან გოლკიპერი დაიმატა

AutoSharing Option
ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე რუსთავის "მეტალურგის" მეტოქე ერევნის "ბანანცმა" იჯარით დონეცკის "მეტალურგის" გოლკიპერი დმიტრი ნეპოგოდოვი გადაიბირა.

სომხური კლუბის მესვეურები ევროპის ლიგის სტარტისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან და ნეპოგოდოვი გუნდის ძირითადი მეკარის სტეპან კაზარიანის შემცვლელად სურთ, რომელსაც ამჟამად ტრავმა აქვს.

უკრაინულ და სომხურ კლუბებს შორის შეთანხმებით, გოლკიპერი "ბანანცს" ერთი წლით დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის "მეტალურგსა" და ერევნის "ბანანცს" შორის პირველი მატჩი 30 ივნისს, ვარზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე, ჩვენი დროით 17 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული