ჩვენ დაგვიკავშირდა სამენეჯერო კომპანია "ლაოლას" ხელმძღვანელი თემურ ტონია და გვაცნობა, რომ ტატანაშვილი არ გაუშვიათ, გუნდს პირობებზე ვერ შეუთანხმდა და წამოვიდაო.
რუსთავის "მეტალურგის" ახალწვეულმა ჯერ ამის თაობაზე გვითხრა:
- "დინამოსთან" წინასწარი, ექვსთვიანი კონტრაქტი რომ დამიმთავრდა, პირობების გაუმჯობესება მსურდა, დავილაპარაკეთ, მაგრამ ვერ შევთანხმდით. ეს იყო წამოსვლის მიზეზი.
- მეორედ ხარ იმ გუნდში, რომელიც "ბანანცს" ხვდება.
- ასე გამოდის, მხოლოდ იმ კლუბში გადავდივარ, რომელიც ერევნელებს უნდა შეხვდეს.
- ახლა, ალბათ, შემდეგ წრეში გასვლის მეტი იმედი გაქვს, "ბანაცი" საკმაოდ დასუსტდა.
- რა თქმა უნდა, ახლანდელი "ბანაცი" ის გუნდი აღარ უნდა იყოს, რამდენიმე წლის წინ "ამერს" რომ შეხვდა. მიმაჩნია, რომ მეორე ეტაპზე აუცილებლად უნდა გავიდეთ.
- გუნდში ახალჩარიცხული ხარ და ფეხბურთელებთან შეუთამაშებელი იქნები.
- შესათამაშებლად, ცხადია, დროა საჭირო, მაგრამ ბიჭებთან ვმეგობრობდი, კარგი ფეხბურთელები არიან და გუნდში ადაპტაცია არ გამჭირვებია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"