სომხური კლუბი მეტოქეს ერევნის რესპუბლიკურ სტადიონზე დაუპირისპირდება. რუსთავული კლუბი ერევანში 28 ივნისს გაემგზავრა და 4-ვარსკვლავიან სასტუმრო "ANI PLAZA"-ში დაბინავდა.
იმავე საღამოს რუსთაველებმა "ბანანცის" საფეხბურთო აკადემიის ბუნებრივსაფრიან მინდორზე ივარჯიშეს, გუშინ კი - "რესპუბლიკურზე". ვარჯიშის წინ რუსთაველთა მწვრთნელმა არმაზ ჯელაძემ პრესკონფერენცია გამართა.
დღეს, 30 ივნისს ერევანში "მეტალურგის" გასამხნევებლად გუნდის ფანკლუბის 100-მდე წევრი მიემგზავრება. მატჩი თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"