"მეტალურგს" ერევანში ფანები უერთდებიან

AutoSharing Option
დღეს, 30 ივნისს ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე რუსთავის "მეტალურგი" ერევნის "ბანაცს" ეთამაშება.

სომხური კლუბი მეტოქეს ერევნის რესპუბლიკურ სტადიონზე დაუპირისპირდება. რუსთავული კლუბი ერევანში 28 ივნისს გაემგზავრა და 4-ვარსკვლავიან სასტუმრო "ANI PLAZA"-ში დაბინავდა.

იმავე საღამოს რუსთაველებმა "ბანანცის" საფეხბურთო აკადემიის ბუნებრივსაფრიან მინდორზე ივარჯიშეს, გუშინ კი - "რესპუბლიკურზე". ვარჯიშის წინ რუსთაველთა მწვრთნელმა არმაზ ჯელაძემ პრესკონფერენცია გამართა.

დღეს, 30 ივნისს ერევანში "მეტალურგის" გასამხნევებლად გუნდის ფანკლუბის 100-მდე წევრი მიემგზავრება. მატჩი თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული