რომან ფიფია კმაყოფილია

AutoSharing Option
ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვის "მილსამისთან"გამარჯვებამ თბილისის "დინამოს" მეპატრონე რომან ფიფია ძალიან გაახარა.

"კარგია, რომ ლამაზად გავიმარჯვეთ, რაც მთელმა ქვეყანამ ნახა. ახლა მეორე ეტაპზე გასვლის მშვენიერი შანსი გვაქვს. ხალხმა დაინახა, რომ ჩვენს ბიჭებს ფეხბურთის თამაში შეძლებიათ და ნელ-ნელა ეჩევევიან იმ ფეხბურთს, გულშემატკივარს რომ მოსწონს. მე ეს ყველაზე მეტად მახარებს. თბილისის "დინამომ" სწორედ ასე უნდა ითამაშოს. რა თქმა უნდა, ბევრი რამ დასახვეწია, მაგრამ მიმართულება და თამაშის სტილი მოსაწონი იყო", - თქვა ფიფიამ.

"დინამოს" აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ პოლოლიკაშვილი კი ამბობს:"ძალიან მიხარია,
რომ პირველი შეხვედრა წარმატებით ჩავატარეთ. მადლობა გულშემატკივარს, რომელიც მრავლად მოვიდა და მხარი დაგვიჭირა. მთავარია, ასე გავაგრძელოთ. დიდი იმედი მაქვს, რომ მეორე ეტაპზე გავალთ და ქომაგებს უფრო მეტად გავახარებთ. ისიც მაიმედებს, რომ მეორე ეტაპზე ესპანელები დაგვემატებიან, გუნდიც უფრო შეთამაშდება და გავძლიერდებით. ეს ყველაფერი კი თამაშსა და შედეგებზე აისახება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული