"გაგრამ" "სპარტაკთან" ისპარინგა

AutoSharing Option
ევროთასებისთვის მზადების პროგრამით "გაგრა" გუშინ "მერანის" სტადიონზე ცხინვალის "სპარტაკს" შეხვდა და 0:1 წააგო.

მანამდე გაგრელებმა ცხინვალელთა დუბლშემადგენლობას 7:0 მოუგეს. თავი გამოიჩინეს გიორგი გაბედავამ (2), შალვა კვანტალიანმა (2), გიორგი ტყეშელაშვილმა, დათა ციცხვაიამ და ზვიად ჩხეტიანმა.

"გაგრას" უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიხეილ აფხაზავას თქმით, ვინაიდან გუნდმა უცხოურ შეკრებაზე წასვლა ვერ მოახერხა, ევროპის ლიგაზე ფამაგუსტას "ანორთოსისთან" 14 ივლისის მატჩისთვის ადრე გაემგზავრება, 7 ივლისს კვიპროსში იქნება და შეკრებასაც იქ გაივლის.

კუნძულზე 22 მოთამაშე შეიკრიბება, მათ შორის იქნებიან ახალწვეულები – მეკარე გიორგი ბეგაშვილი (საჩხერის "ჩიხურა"), გიორგი
ზვიადაძე ("ვიტ ჯორჯია"), გელა ხუბუა (უგუნდო) და დათა სიჭინავა ("კოლხეთი"). თუმცა მთავარი მწვრთნელი ანატოლი პისკოვეცი სრული სიის გამოქვეყნებას ჯერ არ ჩქარობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული