და, რაც ყველაზე მთავარია ამ გუნდს ზრდის პოტენციალი ეტყობა, თუმცა წუხანდელ მატჩს საამისო დასტურად იმ უბრალო მიზეზის გამო ვერ მოვიხმობთ, რომ ის საქართველოში არავის გვინახავს. ხშირად გავიძახით, რომ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ,
"კრ-ს საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარეს და ამით ჩვენი ევრომოგზაურობა დასრულდა", - ვკითხულობთ ერთ-ერთ ისლანდიურ საიტზე. კრ - "კლუბ რეიკიავიკის" შემოკლებული ფორმაა და ფანები ყველაზე ხშირად ასე უწოდებენ მათ კლუბს. მე-2 წუთზე გუდიონ ბალდვინსონმა ლორიას კარი დალაშქრა(საგოლე პასი არნარსონისაა) და, როგორც ისლანდიელები წერენ, მალე 2:0 უნდა გამხდარიყო, მაგრამ მასპინძლებმა შანსი ვერ გამოიყენეს და ამის შემდეგ მოედანზე ერთი გუნდი "დომინირებდა" - თბილისის "დინამო".
საპასუხო გოლი ქართველებმა 38-ე წუთზე გაიტანეს, ის ისლანდიელთა მწვავე შეტევას მოჰყვა, თავი გიორგი კახელიშვილმა გამოიჩინა. ტაიმი ასე მორჩა, თუმცა მეორე ტაიმში საყაიმო ანგარიშმა მხოლოდ 5 წუთი გაძლო - ისლანდიელთა თქმით ოდიკაძეს საოცრად კარგი პასი გაუკეთებია იაგუესთვის - 1:2. ზუსტად 10 წუთში მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, ჩისკომ მარცხენა დაბალ კუთხეში დაარტყა, მეკარემ კი გამოიცნო კუთხე, მაგრამ... 1:3.
მე-4, "რეიკიავიკის" გამანადგურებელი გოლი ირაკლი ლეკვთაძემ მოედანზე შემოსვლისთანავე, პირველი შეხებით გაიტანა, ის კარგად შეჭრილა მასპინძელ მცველებში - 1:4. "დინამომ" ძალზე იოლად დაამარცხა ისლანდიის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი, რომელსაც 11 ტურის შემდეგ ჯერ არ წაუგია - 8 მოგება და 3 ფრე აქვს. "რეიკიავიკმა" ჩემპიონატში 7 გოლი გაუშვა (11 თამაშში), "დინამომ" კი ერთში ამის ნახევარზე მეტი გაუტანა.
ისლანდიური "სპორტი", რომელიც "დინამოს" ძლიერ კლუბს უწოდებს წერს: "დარჩენილ დროში კრ-მ ვერაფერი შექმნა. ის კი არა, ქართველებს უნდა ვუმადლოდეთ, რომ მათ მეხუთეც არ გაგვიტანეს". უეფას ოფიციალური საიტის მიხედვით, "რეიკიავიკმა" 8-ჯერ დაარტყა კარში ზუსტად, "დინამომ" - 7-ჯერ, ჩვენებმა 6 კუთხური მოაწოდეს, მეტოქემ - 2, "დინამო" მხოლოდ 12-ჯერ დაჯარიმდა (თუმცა 3 ყვითელი ბარათი მიიღო და ახლა კვეკვესკირი, ჩისკო და რეხვიაშვილი საპასუხო მატჩს თბილისში გამოტოვებენ), კრ - 15-ჯერ.
მატჩის შემდეგ
გიორგი ნემსაძე ("დინამოს" სპორტული დირექტორი): "მატჩამდე საკმაოდ ფრთხილ პროგნოზებს ვაკეთებდით და ყოველივე ეს შეხვედრამაც დაადასტურა.
"რეიკიავიკი" სერიოზული მეტოქე აღმოჩნდა. იმის მიუხედავად, რომ ჩრდილოევროპული გუნდია, ბურთსაც კარგად "აგორებდნენ" და მატჩის დასაწყისშიც მძლავრად შემოგვიტიეს, "დინამომ" სწორედ ის ფეხბურთი დაუპირისპირა მეტოქეს, ქართველი გულშემატკივრისთვის ყველაზე მისაღები რომ არის - ტექნიკური და მოკლე პასებზე აწყობილი.
ამ ქართულ-ესპანურმა სათამაშო სტილმა კი ის შედეგი გამოიღო, რომ მატჩის ბოლომდე სრულ უპირატესობას ვფლობდით და 4:1-ის მერეც რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა. მოკლედ, ეს ის შემთხვევაა, როცა შედეგითაც და თამაშის ხარისხითაც ყველა კმაყოფილი ვართ."
ევროპის ლიგა. III საკვალიფიკაციო ეტაპი. პირველი მატჩი
რეიკიავიკი (ისლანდია)-დინამო (საქართველო) 1:4
1:0 ბალდვინსონი (2), 1:1 კახელიშვილი (38), 1:2 იაგუე (50), 1:3 ჩისკო (61-პენ), 1:4 ლეკვთაძე (67)
რეიკიავიკი დინამო
4-4-2 4-3-3
ჰალდორსონი ლორია
სნორასონი ოდიკაძე
გუდ. გუნარსონი თომაშვილი
სიგურდსონი ჰომოლა
ოლაფსონი რეხვიაშვილი
ფრიდგეირსონი კახელიშვილი
სიგურდსონი კოშკაძე
არნარსონი კვეკვესკირი
ჰაუკსონი კოტო
ბალდვინსონი იაგუე
ფინბოგასონი ხისკო
მწვრთნელი მწვრთნელი
რ. კრისტინსონი ა. გარსია
რეიკიავიკი
65. ე. იონსონი - სიგურდსონი
74. გ. იონსონი - ჰაუკსონი
80. იოსეპსონი - სნორასონი
სათადარიგოები: ა. იონსონი, გუდიონსონი, გუნ. გუნარსონი, ლუდვიკსონი.
დინამო
65. ლეკვთაძე - კოტო
70. ჯიღაური - ჩისკო
80. ფირცხალავა - კვეკვესკირი
სათადარიგოები: ნადირაძე, თექთურმანიძე, ბაერაია, რობერტინიო.
გაფრთხილება: ჩისკო (23), სიგურდსონი (33), რეხვიაშვილი (41), კვეკვესკირი (74), არნარსონი (84), ოლაფსონი (93)
მსაჯი: კენ ჰანსენი (დანია)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
თორმეტ საათზე...
ამდენ ფულს ვუხდით და დაგვცინიან