დინამოელებისთვის სასარგებლო ინფორმაცია

AutoSharing Option
ცნობილი გახდა, ვინ განსჯის უეფას ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველ შეხვედრას ათენში, აეკ-ისა და თბილისის "დინამოს" შორის - ის უელსელი საიმონ ლი ევანსია.

35 წლის ევანსი 2007 წლიდან ფიფას არბიტრია, უეფამ მთავარი მსაჯობა ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის რამდენიმე მატჩშიც ანდო. ბოლო საერთაშორისო გამოცდილება უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღო ყაზახეთში, სადაც "აქტობემ" განმეორებით მატჩში ვლადიკავკაზის "ალანია" მიიღო.

"დინამოს" ვებგვერდი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საიმონ ლი ევანსი საკამოდ მკაცრი არბიტრია, რაზეც აქტიუბინსკში მის მიერ ნაჩვენები ბარათების სიმრავლე მიუთითებს -
უელსელმა არბიტრმა ფეხბურთელებს 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი აჩვენა. ვფიქრობთ, ამას დინამოელები გაითვალისწინებენ და
ძველებური დარდიმანდობით არ მოიქცევიან მოედანზე, თორემ უაზრო გაფრთხილებებით გუნდს მძიმე მდგომარეობაში აგდებენ.

როგორც ცნობილია, პირველ შეხვედრას ათენის ოლიმპიური სტადიონი უმასპინძლებს, მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს კი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავს.

"დინამოს" ფანკლუბ "გლადიატორების" ვებგვერდი იუწყება, რომ რეპორტაჟიდან გამომდინარე გაჩნდა იდეა, რომ "გლადიატორებმა" ერთად იხილონ საყვარელი გუნდის თამაში. თუ ამ იდეას განავრცობენ და რომელიმე სტადიონზე შეიკრიბებიან, ვფიქრობთ, ურიგო არ იქნება - ასეთი მატჩის ერთად ყურებას სხვა ეფექტი აქვს.

გაირკვა ის მსაჯებიც, რომლებიც ევროპის "დინამოს" განმეორებით და "ზესტაფონის" ორივე მატჩს მოემსახურებიან. 18 ივლისს "ზესტაფონი"-"ბრიუგეს" შეხვედრის არბიტრი ავსტრიელი ჰარალდ ლეხნერი იქნება, ბელგიაში "ზესტაფონის" საპასუხო მატჩის არბიტრად კი ფინელი ტონი ასუმაა დანიშნეს.

25 ივლისს "დინამოსა" და აეკ-ის განმეორებით შეხვედრას სლოვენიელი დარკო სეფერინი გაუძღვება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული