"დინამო" მზადებას შეუდგა

AutoSharing Option
დინამოელები "აეკის" წინააღმდეგ უეფას ევროპის ლიგის პლეი ოფის განმეორებითი მატჩისთვის ემზადებიან.

გუნდი დღეს ორჯერ ვარჯიშობს. დილის ვარჯიშზე საგურამოში ალექს გარსიას განკარგულებაში 22 ფეხბურთელი იყო: ლორია, გრიშიკაშვილი, კაკუბავა, ჰომოლა, თომაშვილი, ოდიკაძე, რეხვიაშვილი, ხმალაძე, კახელიშვილი, კვეკვესკირი, თექთურმანიძე, კოტო, ფირცხალავა, ალვარო, კოშკაძე, ჩისკო, ჯიღაური, ბერაია, ლექვთაძე, რობერტინიო, იაგუე და კაშია.

ტრავმის გამო დააკლდა ვარჯიშს ლადო ახალაია, მეკარე გიორგი ნადირაძე კი "დინამოს" დუბლშემადგენლობაში ქუთაისის "ტორპედოს" წინააღმდეგ ითამაშებს.

გუნდი ხვალ დილით ივარჯიშებს და "აეკთან" მატჩის წინა შეკრებაზე სასტუმრო "ბომონდ-გარდენში" გადავა.

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული