"ზესტაფონი" ხვალ ბელგიაში მიემგზავრება

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველი გუნდი, რომელიც "ბრიუგესთან" უეფას ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშების პლეი-ოფის რაუნდის განმეორებით შეხვედრას 25 აგვისტოს გამართავს, ხვალ, 24 აგვისტოს ბელგიაში მიემგზავრება.

ზემოიმერლები ქალაქ ბრიუგეს სასტუმრო "ლეონარდოში" დაბინავდებიან.

ზესტაფონელთა დამრიგებელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა უეფას პრესტიჟული ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად შემდეგი 19 ფეხბურთელი დაასახელა:

მეკარეები
: როინ კვასხვაძე, ზურაბ მამალაძე;
მცველები: ედიკ საჯაია, გიორგი ონიანი, ზაალ ელიავა, მამუკა კობახიძე, თეიმურაზ ღონღაძე, ალექსი ბენაშვილი, კახაბერ ალადაშვილი;
ნახევარმცველები: თორნიკე გორგიაშვილი, ირაკლი ძარია, შოთა გრიგალაშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, თორნიკე აფციაური, გიორგი ჭანკოტაძე;
თავდამსხმელები: ნიკოლოზ
გელაშვილი, ჯაბა დვალი, საბა ლომია, რატი წინამძღვრიშვილი.

ქართული დელეგაცია ბელგიაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩარტერული რეისით (თბილისი-კიშინიოვი-ოსტენდეს მარშრუტით) ხვალ, 24 აგვისტოს დილის 09:30 საათზე მიემგზავრება.

fczestafoni.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული