"დინამო"-"აეკის" ბილეთები უკვე იყიდება

AutoSharing Option
ხუთშაბათს, 25 აგვისტოს 21 საათზე უეფას ევროპის ლიგის პლეი ოფის განმეორებით შეხვედრაში თბილისის "დინამო" ეროვნულ სტადიონზე ათენის "აეკ"-ს უმასპინძლებს.

მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია დღეს, 23 აგვისტოს დაიწყო. ბილეთის ფასი 3, 5 და 7 ლარია. ბილეთის შეძენა სტადიონის სალაროებში და მეტროპოლიტენის სადგურებთან მდებარე ექსპრესის პრესის გავრცელების ჯიხურებში არის შესაძლებელი.

გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება სტადიონზე შესვლის წესებს, რომელიც მოცემული იქნება ბილეთის მეორე მხარეს.

Sportall.Ge

გაცნობებთ, რომ ჩრდილოეთი და სამხრეთი ტრიბუნების ბილეთების ფასი 3 ლარია. სამხრეთი ტრიბუნის წითელი ფერის ბილეთის მქონე გულშემატკივარი სტადიონზე ცაბაძის ქუჩის
მხრიდან მოხვდება (კარი 2-3). ჩრდილოეთი ტრიბუნის ყვითელი ფერის ბილეთის მქონე გულშემატკივარი სტადიონზე მეტერეველის ქუჩის მხრიდან მოხვდება (ყოფილი საგურამოს ქუჩა, კარი 5-6).

დასავლეთი და აღმოსავლეთი ტრიბუნების მეორე იარუსის ბილეთების ფასი 5 ლარია. დასავლეთი ტრიბუნის ლურჯი ფერის ბილეთის მქონე გულშემატკივარი სტადიონზე დავით ყიფიანის ქუჩის მხრიდან მოხვდება (კარი 1). აღმოსავლეთი ტრიბუნის მწვანე ფერის ბილეთის მქონე გულშემატკივარი სტადიონზე წერეთლის პროსპექტის მხრიდან შევა (კარი 4-5).

დასავლეთისა და აღმოსავლეთის ტრიბუნების პირველი იარუსის ბილეთების ფასი 7 ლარია. დასავლეთი ტრიბუნის პირველი იარუსის და ასევე მეორე იარუსის 8-9 სექტორის ლურჯი ფერის ბილეთის მქონე გულშემატკივარი სტადიონზე დავით ყიფიანის ქუჩის მხრიდან მოხვდება (კარი 1). აღმოსავლეთი ტრიბუნის პირველი იარუსის 14-15 სექტორის მწვანე ფერის ბილეთის მქონე გულშემატკივარი სტადიონზე წერეთლის პროსპექტის მხრიდან მოხვდება (კარი 4-5).

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული