ალექს გარსია: ყველანი სულს დავტოვებთ გამარჯვებისთვის

AutoSharing Option
ეროვნული სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებს "დინამოს" ესპანელი მთავარი მწვრთნელი ალექს გარსია და "აეკ"-ის მწვრთნელი მანოლო ხიმენესი  შეხვდნენ.

ალექს გარსია:
ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის, დიდი იმედი გვაქვს გულშემატკივრის მხარდაჭერის. ჯერ სასტარტო შემადგენლობაში ვინ ითამაშებს არ გადამიწყვეტია. "აეკ"-იდან ხოსე კარლოსის მიმართ მოგვეთხოვება განსაკუთრებული ყურადღება. უშანსოდ არც ბურთის გაშვების შემთხვევაში ვიქნებით, ფეხბურთში ყველაფერი ხდება.

ჩემმა ბიჭებმა იციან, რომ ხვალ ისეთი თამაში გველის, სადაც მხოლოდ ფეხით კი არა გულითაც უნდა ითამაშო. ერთი შემიძლია ფეხბურთელების სახელით დანამდვილებით გითხრათ, ყველანი სულს დავტოვებთ გამარჯვებისთვის.

მანუელ ხიმენესი:
ხვალ
ისევე როგორც ათენში რთული თამაში გველის.1:0 არ არის ის ანგრიში,რომელიც მშვიდად ყოფნის საშუალებას მოგვცემს,თუმცა 0:0-ს და 1:1-ს სჯობს."დინამო" ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია და რეალურად ვიცით თუ ვის წინააღმდეგ გვიწევს თამაში.

20 საათზე მანოლო ხიმენესმა გუნდი სავარჯიშოდ გაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ უეფას ევროპის ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრის წინა ვარჯიშში 22 დინამოელი ფეხბურთელი მონაწილეობდა.
ალექს გარსიას განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელები იყვნენ:

ლორია, გრიშიკაშვილი, ნადირაძე, კაკუბავა, ჰომოლა, თომაშვილი, ოდიკაძე, რეხვიაშვილი, ხმალაძე, კახელიშვილი, კვეკვესკირი, თექთურმანიძე, კოტო, ფირცხალავა, ალვარო, კოშკაძე, ჩისკო, ჯიღაური, ბერაია, ლექვთაძე, რობერტინიო, იაგუე.

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდიტ ბიცჰებო მიდიტ ხვალ მჯერა რო გაიმარჯვებტ
gaga
23:37 24-08-2011
0

სიახლეები პოპულარული