ჩისკო: ძალიან მინდა, სტადიონი გაივსოს

AutoSharing Option
დღეს,25 აგვისტოს თბილისის "დინამო" ევროპის ლიგის პლეი ოფის განმეორებით შეხვედრაში ათენის აეკ-ს უმასპინძლებს. შეხვედრის მნიშვნელობაზე ლაპარაკი, ცხადია, ზედმეტია, ამიტომაც დინამოელები განსაკუთრებულ სამზადისში არიან.

თბილისელთა ესპანელ ლეგიონერ ჩისკოს მცირე კომენტარი ვთხოვეთ.

"საკმაოდ ძლიერი მეტოქე შეგვხვდა. ნურავის მოატყუებს პირველი შეხვედრის შედეგი - ამ გუნდს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, რაც ათენური შეხვედრის ბოლო წუთებზე გამოჩნდა. ჩვენ განსაკუთრებული მობილიზაცია გვჭირდება და ნუ გვექნება ილუზია, რომ აეკ-ი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შანსს იოლად დათმობს.

ბერძნებს ასაკოვანი მოთამაშეები კი ჰყავთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი მოედანი არ
არის ისეთ მდგომარეობაში, სწრაფად რომ ვეთამაშოთ. არადა, "დინამოში" ოთხი ესპანელი ვართ და ბურთის დაბლა გაგორება გვიყვარს, ისევე, როგორც ქართველებსა და რობერტინიოს.

მე მჯერა ჩვენი გუნდისა და მინდა, სტადიონი ბოლომდე შეივსოს. წარმომიდგენია, ამხელა არენაზე სავსე ტრიბუნების წინაშე თამაშს როგორი ემოციები ახლავს, თანაც, ყველა თუ იყვირებს "დინამო"! "დინამო"! ამის ახლა წარმოდგენაც კი ძალიან მსიამოვნებს", - გვითხრა ჩისკომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა გახდა 1,100,000 ქარლაქში, ნუ თუ 55,000 კაცი ვერ მოვა დინამოზე?
geosochi
13:25 25-08-2011
0
ვერ მოვა
gaga
17:02 25-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული