"ზესტაფონი" ევროპის ლიგას გამოეთიშა

AutoSharing Option
უეფას ევროპის ლიგის პლეი ოფის განმეორებით მატჩში ბელგიური "ბრიუგე" საქართველოს ჩემპიონს "ზესტაფონს" შეხვდა და 2:0 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი ტაიმი ზესტაფონელებისთვის არც თუ ისე კარგად დაიწყო, რადგან გუნდი იძულებული გახდა, მიღებული ტრავმების გამო ორი ფეხბურთელი ირაკლი ძარია და კახაბერ ალადაშვილი შეეცვალა.

მატჩის პირველ ნაწილში ბელგიელებმა ორი გოლის გატანა მოახერხეს, კერძოდ კი ჯოზეფ აკპალამ, რომელმაც დუბლი შეასრულა.

მეორე ტაიმში სიტუაცია ანგარიშის მხრივ არ შეცვლილა და საბოლოოდ "ბრიუგემ" შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო.

"ბრიუგე"-"ზესტაფონი" 2:0 (2:0)
გაფრთხილებები: ძარია (21), ვასკესი (21), ონიანი (23), ალადაშვილი (34),
გოლები: აკპალა (7, 26 )
ზესტაფონი: როინ კვასხვაძე, გიორგი ონიანი, მამუკა კობახიძე, კახაბერ ალადაშვილი (საჯაია 44), ნიკოლოზ გელაშვილი, ირაკლი ძარია (ბენაშვილი 33), ჯაბა დვალი, შოთა გრიგალაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, ზაალ ელიავა, თორნიკე აფციაური (წინამძღვრიშვილი 57).
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
ბრიუგე: კოლინ კოოსემანსი, ტომ ჰეგლი, მიქაელ ალმებეკი, კარლ ჰუფკენსი, ნიკი ზიმლინგი, ლიორ რაფაელოვი, ნაბილ დირარი, ვიქტორ ვასკესი (ბლონდელი 65), ჯოზეფ აკპალა (მენიე 71), რაიან დონკი, ვადის ოჯიჯა (ვან ანკერი 78).
მწვრთნელი: ადრი კოსტერი
მკითხველის კომენტარები / 2 /
ასეთი უარყოფითი შედეგი ახალგაზრდულს არასდროს ქონია, ყველა ასაკობრივ ნაკრებში "ქართულ-ჯიგრული" ყვავის, მაგრამ ახალგაზრდული? ეს ხომ ეროვნულის ბაზაა და აქ "მამიკოები" უნდა შეჩერდნენ, უნდა დაოკდნენ ე.წ. აგენტებიც, გარდა იმისა რომ სავალალო შედეგებია, ბიჭები, მოტივაციას კარგავენ და გულს იტეხავენ ყბადაღებული უსამართლობის შემხედვარე, ისინი კი ვინც"მამიკოს" ბიჭები არიან თანატოლების თვალში სასაცილოები ხდებიან და "გასახდელის შიშის" სინდრომი ეწყებათ.
ვიტო
12:44 29-09-2022
1
ამ სტატის დამწერს. გამოვარდენ რაა?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული