ალექს გარსია: როცა "დინამო" აგებს, დამნაშავე მხოლოდ და მხოლოდ მე ვარ

AutoSharing Option
ევროპის ლიგის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრის დასრულების შემდეგ,"დინამო" თბილისისა და "აეკ"-ის მთავარი მწვრთნელები, ეროვნული სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების წინაშე წარსდგნენ.

თავდაპირველად ჟურნალისტებს სტუმარი გუნდის თავკაცი მანოლო ხიმენესი შეხვდა, შემდეგ კი "დინამო" თბილისის თავკაცი ალექს გარსიაც ვიხილეთ.

მანოლო ხიმენესი: ჩემმა გუნდმა სწრაფი გოლი გაუშვა და სათამაშო სქემა პირველ ნახევარში ფაქტობრივად აგვერია. შესვენებაზე ჩემ ბიჭებს დაველაპარაკე და ავუხსენი, რომ კონტრშეტევებზე თამაში გვმართებდა, უნდა დავლოდებოდით ჩვენს შანსს და მაქსიმალურად უნდა გვეცადა შემდეგ მისი გამოყენება. პირველ მატჩის შემდეგ მე აღვნიშნე, რომ საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან
გვქონდა საქმე, კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდის წინააღმდეგ მოგვიწია პლეი ოფის თამაში, რამაც ერთი-ორად გაგვირთულა ამოცანა.

ალექს გარსია: ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ჩვენ მოვახერხეთ და ანგარიში საწყის წუთებშივე გავხსენით. პირველი ტაიმი ჩვენი კარნახით წარიმართა და ტაიმის მიწურულს კიდევ ერთი გოლის გატანაც შეგვეძლო, თუმცა ფორტუნა ამ შემთხვევაში ჩვენს მხარეს არ აღმოჩნდა. მეორე ტაიმში კი მეტოქემ ცვლილებები შეიტანა სათამაშო სქემაში, ვატყობდი, რომ მოედნის ცენტრს ვკარგავდით და ახალი ძალებით გადავწყვიტე მეტოქესთან შებმა.

რაც შეეხება გაშვებულ გოლს, მასში კონკრეტულად რომელიმე ფეხბურთელის დადანაშაულებას ნამდვილად არ ვაპირებ. ვიღაცას შეუძლია დაცვას დააბრალოს გოლი, ვიღაც კი იტყვის - ლორიამ ვერ აიღო პენალტიო... მე კი ერთს გეტყვით - თუკი გუნდი იგებს, იგებენ ფეხბურთელები, თუკი "დინამო" რომელიმე შეხვედრაში დამარცხდება იცოდეთ, რომ ამაში დამნაშავე მხოლოდ და მხოლოდ ალექს გარსიაა. მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთელებს და იმ გულშემატკივრებსაც, რომლმებმაც დღეს ნამდვილი საფეხბურთო გარემო შექმნეს და ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ "დინამოს" საკუთარ კედლებში სასურველი შედეგისთვის მიეღწია.

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
ამ ბერძნებზე და სერბებზე უჯიშო ხალხი ხო არ არსებობს დედამიწაზე,კიდე კაი იქ არ იყო მეორე თამაში თორე ცრვენა ზვეზდასთანაც ხო გახსოვთ მსაჯიც მიეხმარებოდა და ერთი 5-0 წაგვაგებინებდნენ
12345
11:59 26-08-2011
0
კიდევ ერთი იმედგაცრუება...გუნდი, რომელიც სამ გადაცემას ვერ აკეთებს ზედიზედ,არ იმსახურებს შემდეგ რაუნდში გასვლას...ფიზიკური მომზადება კი ცალკე საკითხია,პენსიონერი გუდიონსენი სირბილში რომ გაგისწრებს, რაღა უნდა მოკითხო იმ ფეხბურთელებს.თამაშის მეორე ნახევარში სიარულიც კი უჭირდათ.ორმაგად დასანანია,რომ წავაგეთ უსახურ გუნდთან,რომელიც ასევე უსუსურად გამოიყურებოდა.გასაგებია, რომ გუნდი ახალშექმნილია, მაგრამ ფიზიკური მომზადებისათვის მაინც იყო საკმარისი დრო.
oldcoyot
15:43 26-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული