შესაძლოა "სტიაუა"-"შალკე" გადაიდოს

AutoSharing Option
მომავალ ხუთშაბათს ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპი იწყება, თუმცა შესაძლოა რუმინეთის "სტიაუას" და "შალკეს" შეხვედრა გადაიდოს.

ამის მიზეზი ქალაქ ბუქარესტის სტადიონის მოედნის საფარი გახლავთ, რომელიც კატასტროფულ მდგომარეობაშია და მატჩის ჩასატარებლად არ ვარგა.

დღეს უეფა აპირებს შეხვედრის დრო და ადგილი გაახმოვანოს. მოსალოდნელია, რომ თამაში კლუჟში გაიმართება, თუმცა სხვა ვარიანტიც არსებობს, ევროპის ლიგის შეხვედრის გადადება 21 სექტემბრამდე. ამ დროის განმავლობაში ბუქარესტის სტადიონის მოედნის საფარი ახალი ჰოლანდიური საფრით უნდა შეიცვლოს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის ფინალური შეხვედრა სწორედ რომ ბუქარესტის სტადიონზე უნდა გაიმართოს, რომლის აშენება
235 მილიონი ევრო დაჯდა.

მომზადებულია Bild-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული