რეია: "ლაციოს" მოთამაშეებს უნდა ესმოდეთ, რომ გამარჯვებას არავინ აჩუქებს

AutoSharing Option
"ლაციოს" მთავარმა მწვრთნელმა ედუარდო რეიამ რუმინეთის "ვასლუსთან" ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი შეაფასა. შეხვედრა 2:2 დასრულდა, რეიამ კი აღიარა, რომ შეხვედრის მთელ რიგ მონაკვეთებში მისი გუნდი მოწოდების სიმაღლეზე ვერ იდგა.

"მატჩის განმავლობაში იყო 10-15 წუთი, რომლის დროსაც ისე მწვავედ ვერ ვმოქმედებდით, როგორც მანამდე. შეხვედრაში მოვლენების განვითარების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ცუდი შედეგისთვის არ მიგვიღწევია, მაგრამ ჩვენს მოთამაშეებს უნდა ესმოდეთ, რომ საერთაშორისო სარბიელზე მოგებას არავინ გაჩუქებს. ამიტომ ეს ჩვენთვის გაკვეთილად უნდა იქცეს", - განაცხადა რეიამ.

მომზადებულია Football-italia.net-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული