უეფამ "სიონთან" სასამართლო წააგო - შვეიცარიელები ევროპის ლიგას უნდა დაუბრუნდნენ

AutoSharing Option
"სიონმა" უეფას მიერ მისი ევროპის ლიგიდან გარიცხვის გადაწყვეტილება გაასაჩივრა და საქმე მოიგო. ახლა უეფას მოუწევს "სიონი"  უკვე დაწყებულ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რამენაირად დააბრუნოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ყოველ დღეს შვეიცარიულ კლუბს 814 ევრო გადაუხადოს.

ამას გარდა, უეფამ "სიონს" 33 ათასი ფრანკის ზარალი უნდა აუნაზღაუროს.

შვეიცარიელები ევროპის ლიგის პლეი ოფის ბოლო რაუნდის მატჩში "შელტიკთან" თამაშის უფლების არმქონე ფეხბურთელები გამოიყვანეს. "სიონმა" ორი მატჩის ჯამში 3:1 მოიგო, მაგრამ მოგვიანებით უეფამ გუნდი ამ დარღვევისთვის ჯგუფური ეტაპის მონაწილეთა სიიდან გარიცხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული