ბაქოს "ინტერის" ქართველები მოგებას იმედოვნებენ

AutoSharing Option
კახა ცხადაძის "ინტერსა" და ბერძნულ "ასტერასს" შორის ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ბაქოში 1:1 დასრულდა.

"ინტერის" ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს გიორგი ლომაიამ, ვალერი აბრამიძემ, ილია კანდელაკმა და გიორგი ადამია, რევაზ თევდორაძე და ბაჩანა ცხადაძე კი მატჩს სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდნენ თვალს.

აზერბაიჯანული კლუბის ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გუნდს თავდაჯერებულობა აკლდა:

"პირველმა წუთებმა ნერვულ ატმოსფეროში ჩაიარა და ჩანაფიქრის განხორციელება ვერ შევძელით.

მეორე ტაიმში ვითარება გამოსწორდა, მრავალი სახიფათო მომენტი შევქმენით და ლამაზი გოლი გავიტანეთ. ამის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ
საკუთარი ძალების რწმენა დაგვაკლდა, მეტოქემაც კონტრშეტევების საშუალება მოგვისპო.

უაზრო გოლი გავუშვით, ფაქტობრივად, ჩვენვე გავატანინეთ.

მეორე ტაიმით კმაყოფილი ვარ. განმეორებითი მატჩისთვის უკეთესად უნდა მოვემზადოთ და უფრო თავდაჯერებით ვითამაშოთ. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ მსაჯის რამდენიმე გადაწყვეტილებამ ძალიან გამაოცა, რადგან ჯარიმებს სულ ჩვენი კარის მიმართულებით ნიშნავდა".

ცხადაძეს "ასტერასის" მთავარი მწვრთნელი საკის ციოლისი გამოეხმაურა:

"ცხადაძეს ვერაფრით დავეთანხმები. მიმაჩნია, რომ არბიტრი საქმეს ნორმალურად გაუძღვა. დღეს "ინტერს" მოგების მართლაც კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება დროულად მოვახერხეთ.

განმეორებითი შეხვედრაც ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართება. ასე რომ, ბაქოში ხალიჩაზე თამაში ჩვენთვის სიახლე არ ყოფილა. შევეცდებით, შემდეგ ეტაპზე გავიდეთ".

კომენტარი "ინტერის" ქართველმა მცველმა ვალერი აბრამიძემაც გააკეთა:

"მიმაჩნია, რომ ორი თანაბარი ძალისა და კლასის გუნდი თამაშობდა. ბერძნებს არაფერი დავუთმეთ, თანაბარი თამაში იყო და შედეგიც აქედან გამომდინარეობდა.

შესაძლოა, იღბალი არ გვეყო, ძალიან უაზრო ბურთი გავუშვით, რომლის თავიდან აცილებაც შეგვეძლო... ქარი ორივე გუნდს უშლიდა ხელს და შედეგს მას ვერ დავაბრალებ.

..."ასტერასმა" ვერაფრით გამაოცა. მეტოქის თამაში კარგად შევისწავლეთ, ვიცოდით მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. ისინი პრესინგით გვეთამაშნენ, რაც არ გაგვკვირვებია. თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით და მთლიანობაში, კარგად გამოვიყურებოდით.

...განეორებით მატჩში ჩვენს შანსზე ვიტყვი, რომ ისევე მძიმე შეხვედრა იქნება, როგორც ბაქოში. მეტოქეც უკეთ გავიცანით, მოვემზადებით და იმედია, ყველაფრი ჩვენს ხელთ არის"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევროთასების წილისყრაში გაგვიმართლა
ლეგიონი ევროპალიგაზე: ირაკლი სირბილაძის გმირობა და "ვიტესის" კარგი შანსი
მკითხველის კომენტარები / 1 /
რუსები თქვენისთანას ნაივნის ეძახიან. აზერები თქვენ საერთოდ არ გაფასებენ,თქვენ კი 2 ი კაპიკის გულისთვის ტრაკს აძლევთ ისინი დაქცინიან
zaza
22:04 21-07-2012
0

სიახლეები პოპულარული