ევროპალიგა. პლეი ოფი. I მატჩები: ხმაურიანი სენსაციების გარეშე

AutoSharing Option
"ჰაპოელი", "იანგ ბოისი", "ბრიუგე", "მეტალისტი", "ინტერი", "ბილბაო", პსვ, "ლაციო", "ლევანტე", "ჰანოვერი" - ეს იმ კლუბების ჩამონათვალია, რომლებმაც ევროპის ლიგის პლეი ოფის მატჩები სოლიდური ანგარიშებით მოიგეს და თავი, ფაქტობრივად, ქუდში, უფრო ზუსტად კი, ჯგუფურ ეტაპზე აქვთ.

სხვა წყვილებში კი ერთი კვირის შემდეგ მეტ-ნაკლებად დაძაბული ბრძოლებია მოსალოდნელი.

23 აგვისტოს ხმაურიანი სენსაციები არ დაფიქსირებულა და მატჩების უმრავლესობა ლოგიკური და მოსალოდნელი შედეგით დასრულდა.

"ზესტაფონის" გამამწარებელმა ბაქოს "ნეფთჩიმ" საკუთარ კედლებში დიდი წინააღმდეგობა გაუწია წინა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისტს, კვიპროსულ აპოელ-ს და წინაც იყო გასული, ოღონდ სულ
ერთი წუთით. 1:1-მა წყვილის ფავორიტად კვიპროსელები დატოვა.

სტუმრად გაიმარჯვეს ევროპის ლიგის ყველაზე სახელოვანმა მონაწილეებმა, "ლივერპულმა" და "ინტერმა"; ყველაზე დიდი ანგარიშით ევროპის ლიგის ბოლო გათამაშების ფინალისტმა "ბილბაომ" გაიმარჯვა; ყველაზე უხვგოლიანი და დრამატული მატჩი კი პოლონეთში გაიმართა, სადაც იქაურმა ვროცლავმა თავდაპირველად შეძლო ჩამორჩენის აღმოფხვრა, მაგრამ ბოლოს მაინც ვეღარ შეძლო გერმანული "ჰანოვერისთვის" სათანადო წინააღმდეგობის გაწევა და ძალიან უსიამოვნო ანგარიშით, 3:5 დამარცხდა.

30 აგვისტოს, უდავოდ, კიდევ უფრო საინტერესო დაპირისპირებები გველის და დიდი იმედი გვაქვს, გამარჯვებულთა და ჯგუფური ეტაპის მონაწილეთა შორის გორის "დილაც" იქნება.

23.08. ევროპალიგა. პლეი ოფი. I მატჩები
მარიტიმუ-დილა 1:0 (იხილეთ ვრცლად)
გოლი: 1:0 ფიდელისი (64)

ანჟი-ალკმაარი 1:0
გოლი: 1:0 ლ. ტრაორე (50)

ნეფთჩი-აპოელ 1:1
გოლები: 1:0 შუქუროვი (82. პენ.), 1:1 ბენ აშური (83)

ტრომსო-პარტიზანი 3:2
გოლები: 1:0 პრიოვიჩი (37), 1:1 მარკოვიჩი (43), 2:1 ბიორკი (77), 3:1 მბოჯი (82), 3:2 მიტროვიჩი (84)

ეკრანასი-სტიაუა 0:2
გოლები: 0:1 მარტინოვიჩი (36), 0:2 პოპა (76)

აიკ-ცსკა მ. 0:1
გოლი: 0:1 ჰონდა (61)

ატრომიტოსი-ნიუკასლი 1:1
გოლები: 1:0 ეპშტეინი (24), 1:1 ტეილორი (45)

შერიფი-მარსელი 1:2
გოლები: 0:1 ჯ. აიუ (18), 1:1 პაიოვიჩი (27), 1:2 ჟინიაკი (53)

ლეგია-როსენბორგი 1:1
გოლები: 1:0 კოსეცკი (42), 1:1 დოკალი (80)

ლიბერეცი-დნეპრი 2:2
გოლები: 0:1 კონოპლიანკა (43), 0:2 მატეუსი (49), 1:2 ბრეჟნანიკი (62), 2:2 ვაჩა (90. პენ.)

მიოლდე-ჰერენვენი 2:0
გოლები: 1:0 ეიკრემი (31), 2:0 მოსტრიომი (90)

ბურსასფორი-ტვენტე 3:1
გოლები: 0:1 ჩადლი (31), 1:1 ბატალია (40), 2:1 შესტაკი (53), 3:1 ბატალია (82)

დინამო ბ.-მეტალისტი 0:2
გოლები: 0:1 ხავიერი (9), 0:2 კრისტალდო (57)
გაძევება: ფინინიო (68. მეტალისტი)

ლუცერნი-გენკი 2:1
გოლები: 1:0 რანგელოვი (7), 1:1 ფოსენი (12), 2:1 ვინტერი (71)

ტრაბზონსფორი-ვიდეოტონი 0:0

დუდელანჟი-ჰაპოელი თ. 1:3
გოლები: 0:1 კაილე (4. ს.კ.), 0:2 ბენ ჰაიმი (19. პენ.), 1:2 იოაჰიმი (20), 1:3 კოჰენი (26)

ფეიენოორდი-სპარტა 2:2
გოლები: 0:1 კადლეცი (23), 0:2 კადლეცი (27), 1:2 ნელომი (60), 2:2 აშაჰბარი (90)

მიდტიულანდი-იანგ ბოისი 0:3
გოლები: 0:1 ბობადილია (42), 0:2 ფარნერუდი (81), 0:3 კოსტანცო (90)
გაძევება: რასმუსენი (69. მიდტიულანდი)

დებრეცენი-ბრიუგე 0:3
გოლები: 0:1 ბლონდელი (58), 0:2 რაფაელოვი (77), 0:3 ბაკა (90)
გაძევება: ლ. რამოსი (45. დებრეცენი)

ლოკერენი-პლზენი 2:1
გოლები: 1:0 ჰერბაუი (10), 1:1 ბაკოში (29), 2:1 მარიჩი (90. პენ.)
გაძევება: სევინსკი (90. პლზენი)

პაოკ-რაპიდი ვ. 2:1
გოლები: 0:1 ალარი (25), 1:1 ათანასიადისი (69), 2:1 ათანასიადისი (83)
გაძევება: ლაზარი (74. პაოკ)

ვასლუი-ინტერი 0:2
გოლები: 0:1 კამბიასო (23), 0:2 პალასიო (73)

ჰართსი-ლივერპული 0:1
გოლი: 0:1 ვებსტერი (78. ს.კ.)

მოზერველი-ლევანტე 0:2
გოლები: 0:1 ხუანლუ (42), 0:2 ზარი (62)
გაძევება: ჰატჩისონი (77)

ვროცლავი-ჰანოვერი 3:5
გოლები: 0:1 ანდრეასენი (7), 0:2 შლაუდრაფი (25), 1:2 იოდლოვიეცი (34), 1:3 შტინდლი (40), 2:3 პატეიუკი (54), 3:3 კაზმიერჩაკი (61), 3:4 ანდრეასენი (82), 3:5 შმიდებახი (85)

ჰორსენსი-სპორტინგი 1:1
გოლები: 1:0 სპელმანი (15), 1:1 კარილიო (79)

ბილბაო-ჰიკ 6:0
გოლები: 1:0 ადურისი (25), 2:0 ლასკურაინი (31), 3:0 პერესი (42), 4:0 ადურისი (51), 5:0 ლასკურაინი (57), 6:0 ირაოლა (85)

მურა-ლაციო 0:2
გოლები: 0:1 ერნანესი (31), 0:2 კლოზე (59)

ცრვენა ზვეზდა-ბორდო 0:0

ზეტა-პსვ 0:5
გოლები: 0:1 ტოივონენი (2), 0:2 მატავჟი (74), 0:3 სტროოტმანი (77), 0:4 ლენსი (83), 0:5 ვან ბომელი (90)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბიჭებო, ბოლო ძალები უნდა მოიკრიბოთ, ასეთი თამაშით ფონს ვერ გახვალთ და მთელი ცხოვრაბა სანანებლად დაგრჩებათ. წინ ვწერდი, რომ ამ თამაშის მოგებას 5-6 კაცის გულიანი თამაში უნდა თქვა, თამაშის დროს გამოჩნდა, რომ 2 კაცის კარგ თამაშსაც შეეძლო მოგება, მაგრამ მომეჩვენა რომ აკლიმატიზაციამ და მგზავრობამ ითამაშა თავის როლი. იმედია აქ ეგ პრობლემა არ გექნებათ. აბა თქვენ იცით.
gizog
18:31 24-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული