ლონდონის "ტოტენჰემი" 22 ნოემბერს ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის V ტურის მატჩში რომში "ლაციოს" დაუპირისპირდა.
"სტადიო ოლიმპიკოზე" გამართული შეხვედრის მსვლელობისას რომაული კლუბის ფანატებმა "ტოტენჰემს", რომლის გულშემატკივრებსაც სამშობლოში "ებრაელებს" უწოდებენ, არცთუ კორექტული შეძახილებით შეამკეს. ამასთან, ტრიბუნებზე გაჰყვიროდნენ: "თავისუფლება პალესტინას!"
"საჭიროა კიდევ ერთი გამოძიების ჩატარება. წინა შემთხვევაში უეფამ რეაგირება საკმაოდ სწრაფად მოახდინა და არც ეს ეპიზოდი უნდა დატოვოს უყურადღებოდ. ჩვენ დავაკვირდებით, რა მოხდება შემდგომ", - თქვა ვილაშ-ბოაშმა.
ასევე იხილეთ:
ევროპალიგა. ჯგუფური ეტაპი. V ტურის მატჩები: რომში სისხლი დაიღვარა [VIDEO]