დიეგო მილიტოსთვის სეზონი დასრულდა

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ფორვარდმა დიეგო მილიტომ "კლუჟთან" (2:0) ევროპალიგის 1/16-ფინალის მატჩში სერიოზული ტრავმა მიიღო.

არგენტინელი ფეხბურთელი იძულებული იყო, მოედანი მე-10 წუთზე დაეტოვებინა.

"სამწუხაროდ, მილიტოს ტრავმამ საღამო გაგვიფუჭა. მან მყესები გაიწყვი
ტა. ეს საშინელებაა. ამის მხოლოდ ერთი პროცენტი არსებობდა. დიეგოს ძალიან არ გაუმართლა", - თქვა "ნერაძურის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა სტრამაჩონიმ.

მილიტოს ოპერაცია დასჭირდება და ის, სავარაუდოდ, 5-იდან 9 თვემდე ვერ ითამაშებს. გამომდინარე აქედან, მილიტოსთვის მიმდინარე სეზონი უკვე დასრულდა.

მომზადებულია La Gazzetta dello sport-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ევროპალიგა: შოკი მადრიდსა და ნეაპოლში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული