ინციდენტი: თავდასხმა ლონდონელ ფანებზე, სერია №2

AutoSharing Option
ევროპალიგის პლეი ოფის შეხვედრაში "სტად დე ჟერლანზე" "ლიონმა" "ტოტენჰემს" განმეორებით შეხვედრაში უმასპინძლა.

ფრანგებმა ფეხბურთის დაწყებამდე ბევრად ადრე გადაწყვიტეს სტუმრებთან ანგარიშის გასწორება. ხუთშაბათს, გამთენიისას, ლონდონელ ფანებს ადგილობრივი ნიღბიანი და ნაცისტურსიმბოლიკიანი ხულიგნები ქალაქის ერთ-ერთ ბარში (სახელად Smoking Dog) დაესხნენ თავს. მართალია, ადგილზე 150 ლონდონელი იმყოფებოდა, მაგრამ როგორც მოწმეები აცხადებენ, თავდასხმა მომენტალურად დაიწყო. ისროდნენ ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებოდათ, მათ შორის, სკამებს, თეფშებს, ქვებს. პაბში მყოფმა ინგლისელებმა ისღა მოახერხეს, რომ მაგიდები ამოატრიალეს და თავი შეაფარეს. საბედნიეროდ, სერიოზულად არავინ დაშავებულა.

ამბულატორიული დახმარება სულ სამ ადამიანს
დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ ეს ჩრდილოლონდონელთა თაყვანისმცემლებზე თავდასხმის პირველი ფაქტი არ არის. 20 ნოემბერს რომში, ამ მხრივ, "ლაციოს" ფანებმაც გამოიჩინეს თავი. ოღონდ მაშინ შედეგები უფრო მძიმე იყო - "ულტრასებმა" ხუთი ადამიანი დანით დაჭრეს. "ბიანკააძურის" ფანებმა "დეზებს" არც სტადიონზე დააკლეს ხელი. სტუმართა შავკანიანი ფეხბურთელები რასისტული შეურაცხყოფების მსხვერპლნი გახდნენ. ამ ყოველივეს გამო უეფამ "ლაციო" 120 ათასი ფუნტით დააჯარიმა.

ისევე, როგორც რომში, თავდასხმა ამჯერადაც კარგად დაგეგმილი იყო. აი, რას აცხადებს ლიონური პაბის ინგლისელი მეპატრონე დეივ ილსი:

"დარბაზში უამრავი ინგლისელი იჯდა. ისინი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას ადევნებდნენ თვალს. მოულოდნელად 50-მა ადამიანმა გარეთა ფასადის შუშებს ჯერ ქვები და შემდეგ მინის მსხვრევადი საგნები დაუშინა. ისინი სწრაფად გაიქცნენ, მაგრამ მალევე დაბრუნდნენ და იგივე გაიმეორეს. ოღონდ ამჯერად უფრო ცოტანი იყვნენ, ალბათ 20-25 კაცი. სასწრაფო დახმარება გამოვიძახეთ. დახმარება სამ ადამიანს დასჭირდა. აქედან ერთს თავი ჰქონდა გატეხილი. ასეთი კატეგორიის ადამიანებთან შეხვედრა ძალიან საშიში ყოფილა. აქამდე არაფერი ამის მსგავსი არ მინახავს".

"გარდიანის" მტკიცებით, ადგილობრივი კრიმინალური ჯგუფები ილსს წინასწარ აფრთხილებდნენ, რომ ინგლისელთა მასობრივ თავშეყრას არ დაუშვებდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიონში ჩასული ლონდონელი ფანები დაარბიეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული