ანდრე ვილაშ-ბოაში: ეს იყო შემტევი ფეხბურთის 90 წუთი

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში მილანის "ინტერთან" (3:0) ევროპის ლიგის მერვედფინალური მატჩის შემდეგ კმაყოფილი დარჩა.

"ეს იყო შემტევი ფეხბურთის 90 წუთი. ვცდილობდით, მეტოქისთვის ცოტა რამის საშუალება მიგვეცა, ხოლო თავად ბევრ მომენტს ვქმნიდით.

სამწუხაროდ, ჯერ ვერ გავედით შემდეგ ეტაპზე, რადგან "სან-სიროზე" დაგვრჩა შეხვედრა, რომელშიც ძალიან გაგვიჭირდება",
- თქვა ვილაშ-ბოაშმა.

გარდა ამისა, პორტუგალიელმა სპეციალისტმა იმედი გამოთქვა, რომ გარეთ ბეილის არყოფნა საპასუხო შეხვედრაში შედეგს არ დაეტყობა.

შეგახსენებთ, რომ ბეილს ყვითელი ბარათების დიდი რაოდენობის გამო ევროპის ლიგის საპასუხო მატჩის გამოტოვება მოუწევს.

"მის გარეშე
გაგვიჭირდება, მაგრამ ბეილს ეს ბარათი რომ არ მიეღო, ისინი არ განულდებოდა.

აშკარაა, რომ რისკზე წავედით, მაგრამ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს. სამაგიეროდ, ახლა ბეილს ყვითელი ბარათები საერთოდ არ ექნება. იმედი გვაქვს, რომ მის გარეშეც გავალთ მეოთხედფინალში",
- თქვა პორტუგალიელმა.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი მილანში 14 მარტს გაიმართება.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით


ასევე იხილეთ:
ევროპალიგა. 1/8-ფინალი. I მატჩები: "ინტერის" ლონდონური სირცხვილი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული