"რთული მატჩი იყო. მოედნის საფარი ცუდ მდგომარეობაში იყო. ყველანი დამწუხრებულები ვართ, რადგან სულელური პენალტით გავუშვით გოლი, ხოლო მეტოქის მეკარემ გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა.
"სტიაუა" სახიფათო იყო კონტრშეტევებზე, თუმცა ჩვენს მეკარეს თამაშში ჩართვა არ უწევდა.
ვგრძნობდი, რომ გოლის გატანა შეგვეძლო, თუმცა ახლა ამის გაკეთება "სტემფორდ ბრიჯზე" მოგვიწევს.
ძნელი იქნება, რადგან "სტიაუა" ორგანიზებული გუნდია, მოედანზე ბევრს მუშაობს და კონტრშეტევებზე სახიფათოა.
დარწმუნებულები ვართ, რომ საპასუხო მატჩში
პენალტის დანიშვნა ასეთ სიტუაციაში, მით უმეტეს, რომ ამდენი არბიტრი იყო ახლოს, უხერხულია.
მდგომარეობას ვერ შევცვლით, მაგრამ ეს იმდენად სულელურია... თუ იქ პენალტი იყო, რატომ არ აჩვენა არბიტრმა წითელი ბარათი? უცნაურია", - თქვა ბენიტესმა.
შეგახსენებთ, რომ საპასუხო შეხვედრა 14 მარტს ჩატარდება.
ასევე იხილეთ:
ევროპალიგა. 1/8-ფინალი. I მატჩები: "ინტერის" ლონდონური სირცხვილი [VIDEO]