ლონდონელებმა შინ რუსული "რუბინი" მიიღეს და ანგარიშით 3:1 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში დუბლი "ჩელსის" ესპანელმა ფორვარდმა ფერნანდო ტორესმა გაიფორმა.
რაც შეეხება ბენიტესს, ესპანელი სპეციალისტი შეხვედრის შედეგით უკმაყოფილო დარჩა.
"გახარებული ვარ, მაგრამ არა 100 პროცენტით, რადგან სულ ცოტა, კიდევ ერთ გოლს ვიმსახურებდით", - აქვეყნებს ბენიტესის ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.
ესპანელმა ასევე გუნდის შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა:
"ცვლილებები, რომლებიც წინა მატჩებთან შედარებით, შემადგენლობაში განვახორციელე, ფეხბურთელთა მდგომარეობას უკავშირდება.
დღეს ფერნანდო ტორესმა
იმედი მაქვს, დუბლს ის მომდევნო მატჩშიც შეასრულებს", - თქვა "ლურჯების" დამრიგებელმა, რომელიც იმედოვნებს, რომ მისი შეგირდები "რუბინთან" საპასუხო შეხვედრაშიც გაიტანენ.
"მჯერა, რომ საპასუხო შეხვედრაშიც შევძლებთ გატანას, თუმცა ეს საკმაოდ რთული იქნება, რადგან მეტოქე მუდმივად შეტევაზე იქნება დაგეშილი", - დასძინა ბენიტესმა.
საპასუხო მატჩი "რუბინსა" და "ჩელსის" შორის 11 აპრილს გაიმართება.
ასევე იხილეთ:
ევროპალიგა. 1/4-ფინალი. I მატჩები: ფერნანდო ტორესმა იფეთქა [VIDEO]