უეფას დელეგატმა "ფენერბახჩე"-"ლაციოს" მატჩში მსაჯის შეცდომები აღიარა?!

AutoSharing Option
უეფას დელეგატმა ბარი ტეილორმა შოტლანდიელი არბიტრის შეცდომება აღიარა, რომელიც "ფენერბახჩესა და "ლაციოს" შორის ევროპალიგის მეოთხედფინალურ შეხვედრას სჯიდა.

შეგახსენებთ, რომ ამ თამაშში მსაჯმა რომაული გუნდის ნახევარმცველი ოჯენი ონაზი გააძევა, სტუმართა კარში კი სადავო პენალტი დანიშნა. შედეგად სტამბოლურმა გუნდმა ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა.

VideoSportall.Ge
04.04.13. ფენერბაჰჩე - ლაციო 2:0


იტალიური პრესის ცნობით, მსაჯის საფინალო სასტვენისთანავე "ლაციოს" სპორტულმა დირექტორმა იგლი ტარემ ტეილორთან მსაჯის შეცდომის გამო უკმაყოფილება გამოთქვა, რაზეც უეფას წარმომადგენლისგან პასუხად მიიღო: "ჰო, ვიცი, ვიცი".

ამასთან, მატჩის შემდეგ "ლაციოს" თავკაცმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა დაიჩივლა, რომ
ევროპალიგის არბიტრები მისი გუნდის საზიანოდ არცთუ იშვიათად ცდებიან.

"ბოლო ხუთ შეხვედრაში ორი წითელი ბარათითა და ოთხი პენალტით დავისაჯეთ. უცნაურია, მაგრამ ფაქტია", - თქვა მწვრთნელმა.

ასევე იხილეთ:
ევროპალიგა. 1/4-ფინალი. I მატჩები: ფერნანდო ტორესმა იფეთქა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული