რაფაელ ბენიტესი: იტალიაში უყვართ ფეხბურთი და იქ დაბრუნებაზე უარს არ ვიტყოდი

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" თავკაცმა რაფაელ ბენიტესმა ევროპალიგის ფინალური მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს შთაბეჭდილებები გაუზიარა.

15 მაისს, "ამსტერდამ არენაზე" გამართულ შეხვედრაში "ჩელსიმ" პორტუგალიური "ბენფიკა" ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ამ ტიტულს პირველად დაეუფლა.

"ლურჯებს" გამარჯვება ფერნანდო ტორესისა და ბრანისლავ ივანოვიჩის გოლებმა მოუტანა. პეტერ ჩეხის კარის დალაშქვრა პორტუგალიელებმა ერთადერთხელ, პენალტიდან შეძლეს.

"დღეს კლუბის ყველა წევრისთვის განსაკუთრებული ღამეა. ვამაყობ, რომ ევროპის ლიგის ფინალი მოვიგეთ. "ბენფიკა" - ძალიან ძლიერი გუნდია, რომელმაც მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა.

ამ დრომდე სეზონში უკვე 69 შეხვედრა გვქონდა გამ
ართული და ჩვენთვის ფინალი იოლი არ იყო. დაღლილობას ვგრძნობდით და ეს ხელს გვიშლიდა, გავმკლავებოდით მეტოქის ძლიერ ზეწოლას.

"ბენფიკას" განაპირა მცველები ხშირად ერთვებოდნენ შეტევაში და შესაბამისად, უკან თავისუფალ ზონებს ტოვებდნენ, რის გამოყენებასაც შევეცადეთ. მეტოქე სახიფათო კი იყო სტანდარტული მდგომარეობების დროს, თუმცა დაცვაში არცთუ მთლად საიმედოდ ირჯებოდა, რაც ჩვენს წისქვილზე ასხამდა წყალს.

ჩვენი გუნდის შეტევას რამირესის, ოსკარისა და ფერნანდო ტორესის ტრიო განაპირობებდა, რომელთა შემაკავშირებლად ხუან მატა გავამწესეთ. ფერნანდოს სისწრაფე მეტოქის დაცვას სულის მოთქმის საშუალებას არ აძლევდა.

ივანოვიჩმა ბრწყინვალე გოლი შეაგდო. ჩვენ შევისწავლეთ "ბენფიკას" თამაშის სტილი კუთხურებისას და მისი სისუსტეების გათვალისწინებით, სათანადო ჩაწოდებები დავამუშავეთ.

გუნდში ნამდვილი პროფესიონალები მყავს, რომლებსაც დამატებითი მოტივაცია არ სჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ გარდამავალ პერიოდში ვართ და ახალგაზრდული შემადგენლობა გვყავს, გუნდი აგრძელებს მოგებას. ფეხბურთელები
, მიუხედავად იმისა, რომ იციან, სეზონის დასრულების შემდეგ წავალ, მოედანზე მაინც ბოლომდე იხარჯებიან, რასაც ძალიან ვაფასებ", - აქვეყნებს ბენიტესის ნათქვამს "ჩელსის" ოფიციალური ვებგვერდი.

ესპანელმა სპეციალისტმა იმ ხმებზეც გააკეთა კომენტარი, რომელთა თანახმადაც, ის იტალიურ "ნაპოლიში" გადაბარგდება.

"ნაპოლი"? ეს იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, თუმცა ამჟამად არ მსურს, ჩემს მომავალზე ვისაუბრო, რადგან ჯერ პრემიერლიგის მატჩი მაქვს წინ.

საერთოდ კი, ვისურვებდი იტალიაში დაბრუნებას, რადგან იქ უყვართ ფეხბურთი",
- თქვა ბენიტესმა.

ევროპალიგის ფინალის გახსნის ცერემონია - იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ბენფიკა-ჩელსი 1:2 - 10 დღე ევროპის მწვერვალზე! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული