არტურ მორაესი: არ შემიძლია, ავხსნა, რატომ წავაგეთ

AutoSharing Option
"ბენფიკას" მეკარემ არტურ მორაესმა ლონდონის "ჩელსისთან" (1:2) ევროპალიგის ფინალის წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ძალიან დამწუხრებულები ვართ. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მოგვეგო. არ შემიძლია, ავხსნა, რატომ წავაგეთ. ჩვენს გუნდს ბევრი ღირსება გააჩნია.

დავიმსახურეთ ფინალში გასვლა და ყველას ვანახეთ, რა არის "ბენფიკა". დავამტკიცეთ, რომ ჩვენი გუნდი მზადაა გამარჯვებებისთვის.

ველოდებოდით, რომ "ჩელსი" კონტრშეტევებზე იმოქმედებდა და სრულიად ვაკონტროლებდით თამაშის მიმდინარეობას. უკეთ გამოვიყურებოდით და ლამაზი ფეხბურთი ვაჩვენეთ. გვქონდა შანსები, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც გასულ სეზონში, ჩელსისთან" დაპირისპირებაში გამარჯვება ისევ ლონდონელებს დარჩათ, რომლებმაც უკეთ გამოიყენეს მომენტები.

23 წლის
ლოდინის შემდეგ გულშემატკივარს კიდევ ერთი ევროპული ფინალი ვაჩუქეთ. ეს ნამდვილი აღორძინებაა. ეს გრძნობა კლუბს დიდი ხანი არ განუცდია. ამიტომ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ იმის ცოდნით, რომ წინ წარმატებები გველოდება",
- თქვა მეკარემ.

ევროპალიგის ფინალის გახსნის ცერემონია - იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ბენფიკა-ჩელსი 1:2 - 10 დღე ევროპის მწვერვალზე! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული