ევროპალიგის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს

AutoSharing Option
ფრანგული გაზეთი "ფრანს ფუტბოლი" აცხადებს, რომ უეფა 24 მაისს გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, 2015/16 წლების სეზონიდან ევროპალიგის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის საგზურს მიიღებს.

მსგავსი სისტემა უკვე მოქმედებს ევროპულ კალათბურთსა და სამხრეთ ამერიკაში. კალათბურთში ევროთასის მფლობელი მომავალი სეზონის ევროლიგაზე მონაწილეობს, სამხრეთ ამერიკაში კი კოპა სუდამერიკანას გამარჯვებული ლიბერტადორესის თასის საგზურს იღებს.

ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს ამ გადაწყვეტილებით ევროპალიგის პრესტიჟის აწევა სურს.

აქვე აღვნიშნოთ, რომ მსგავსი მოსაზრება არაერთხელ გაჟღერებულა, როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ჟურნალისტების მიერ და თუ ფრანგული გამოცემის ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს
გადაწყვეტილება ევროპალიგის პრესტიჟზე უთუოდ დადებითად იმოქმედებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული