"მალაგას" საკითხი მომავალ კვირაში გაირკვევა

AutoSharing Option
4 ივნისს სპორტულ არბიტრაჟს უნდა განეხილა "მალაგას" აპელაცია, რომელსაც ამ სეზონში ევროთასებზე თამაში სურს. შეგახსენებთ, რომ ანდალუსიურმა კლუბმა მე-6 ადგილი დაიკავა და ევროპალიგის საგზური მოიგო.

უეფამ ფინანსური დარღვევების გამო "მალაგა" 4 სეზონით ჩამოაშორა საერთაშორისო ასპარეზს, შემდეგ კი შეიწყალა, თუმცა ბოლო სიტყვა სპორტულ არბიტრაჟზეა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, შეძლებს თუ არა გუნდი ამავე სეზონში თამაშს.

სპორტული არბიტრაჟი გადაწყვეტილებას მომავალ კვირაში მიიღებს, - ნათქვამია განცხადებაში. ასე რომ, ჯერაც უცნობია ესპანეთიდან ევროპალიგაზე მონაწილე მესამე გუნდის ვინაობა ("მალაგა" თუ "სევილია").

ასევე იხილეთ:
უეფას უცნაური შეწყალება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული