ჟილინა-ტორპედო 3:3 - სასარგებლო ტესტი და მცირე სარეიტინგო მონაგარი [VIDEO]

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ", რომელმაც ევროპის ლიგის შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი პირველივე მატჩში დაკარგა, 11 ივლისს სლოვაკეთში ბევრი იბრძოლა და საბოლოოდ, ფრეს მიაღწია, რომელიც უშუალოდ გუნდისთვის დიდი ვერაფერი შეღავათია, მაგრამ უეფას კოეფიციენტების რეიტინგში საქართველოსთვის მცირედი მონაგარია.

პირველი შეხვედრის შემდეგ "ტორპედოს" ესპანელმა დამრიგებელმა ჟერარდ სარაგოსა მულეტმა ძირითად შემადგენლობაში ოთხი ცვლილება განახორციელა და როგორც ანგარიშიდან ჩანს, ამ ნაბიჯმა სრულებით გაამართლა.

განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, 21 წლის თორნიკე კაპანაძის თამაშია გამოსარჩევი, რომლის ანგარიშზეც დუბლია.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge


სამწუხაროდ, მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი ვერ ვიხილეთ და შესაბამისად, თამაშის
დეტალებზე ბევრს ვერაფერს გეტყვით.

Sportall.Geროგორც "ტორპედოს" ვებგვერდი გვატყობინებს, კაპანაძემ 29-ე წუთზე გოლი მერაბ გიგაურის გადაცემით გაიტანა. მანვე 61-ე წუთზე ანგარიში თორნიკე ტაბატაძის პასით გაათანაბრა. ალეკო მზევაშვილმა კი თავი ინდივიდუალური ოსტატობით გამოიჩინა.

როგორც ჩანს, პირველი მატჩის შედეგმა და შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ნაადრევად გარკვევამ ფსიქოლოგიური წნეხი ორივე გუნდს მოუხსნა და შეხვედრა უხვგოლიანიც ამიტომ გამოვიდა.

საქართველოს ჩემპიონატის სტარტამდე "ტორპედოს" ახალგაზრდული შემადგენლობისთვის ეს კარგი ტესტი უნდა გამოდგეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტორპედო-ჟილინა 0:3 - სირცხვილი და ვნებათაღელვა ქუთაისში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტორპედოს 2 გოლია მარტო აქ :))
Dinamo Fan
15:23 12-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული