გიორგი სომხიშვილი: ვნახეთ "თუნი", სერიოზული გუნდია

AutoSharing Option
ლიხტენშტეინის "ვადუცის" ბარიერის გადალახვის შემდეგ საჩხერის "ჩიხურა" ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შვეიცარიულ "თუნს" დაუპირისპირდება.

სოსო ფრუიძის გუნდი შვეიცარიელებს 18 ივლისს სტუმრად შეხვდება, საპასუხო შეხვედრას კი "მიხეილ მესხზე" 25 ივლისს გამართავს.

ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებამდე "თუნმა" ჯერ ამხანაგურად შვეიცარიის "კიონიცს" 3:0 მოუგო, 14 ივლისს კი შვეიცარიის სუპერლიგის პირველ ტურში გასვლაზე "ციურიხს" დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა. ამ შეხვედრას "ჩიხურა" მთელი შემადგენლობით დაესწრო. ამის შესახებ გუნდის კაპიტანმა გიორგი სომხიშვილმა გვითხრა. მას მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით.

- მეორე ეტაპზე გაცილებით სერიოზული მეტოქე
გეყოლებათ - "თუნზე" რას ფიქრობ?

- "თუნის" მატჩზე დასასწრებად შვეიცარიაში გავემგზავრეთ. გვაინტერესებდა, რა გუნდი იყო, მოთამაშეები რას წარმოადგენდნენ და ა.შ.

"თუნი" ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, "ციურიხს" ხვდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სეზონში პირველ ოფიციალურ შეხვედრას მართავდა, საკმაოდ კარგი ფეხბურთი აჩვენა, გუნდიც მომეწონა და რამდენიმე მოთამაშეც.

- შანსებს როგორ შეაფასებთ?
- ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გუნდი მოედანზე გავა და იბრძოლებს. ამ შემთხვევაში, ცხადია, რომ უპირატესობა მასპინძელ "თუნს" აქვს, რადგან სახლში თამაშობს.

აქვე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და გორის "დილას" ფეხბურთელებს მთელი გუნდის სახელით წარმატება ვუსურვო - ჩვენი კარგი გამოსვლა საქართველოს სიხარული და წინსვლა იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თუნი VS ჩიხურა - შვეიცარიელებს გამოცდილი ნახევარმცველი დააკლდებათ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული