ჰაიდუკი VS დილა - შანსი 50/50-ზეა

AutoSharing Option
1 აგვისტოს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში, გორის "დილა" სპლიტის "ჰაიდუკს" სტუმრად ეთამაშება.

31 ივლისს "დილამ" იმ სტადიონზე ივარჯიშა, სადაც დღეს მატჩი გაიმართება - "პოლიუდი" 34 448 მაყურებელს იტევს და როგორც "დილას" მენეჯერმა გია ისიანმა გვითხრა, თითქმის ყველა ბილეთი გაყიდულია.

"ინტერესი ძალიან დიდია. ჩვენი გუნდის თითქმის ყველა ვარჯიშზე მოდიოდნენ აქაური ჟურნალისტები, ზოგი სასტუმროშიც გვაკითხავდა და დღეს იძულებული გავხდი, სასტუმროს ადმინისტრაციისთვის თხოვნით მიგვემართა, რომ არავის არ შევეწუხებინეთ.

"დილას" ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. გვაღელვებს მოედნის მდგომარეობა "პოლიუდის" სტადიონზე.

ამის შესახებ უეფას
დელეგატს წერილით მივმართეთ და ფოტოებიც წინასწარ გავუგზავნეთ.

დაგვპირდნენ, მინდორის საფარი გაუმჯობესდებაო და ვნახოთ. წინა დღეებში კოხტა სტადიონზე ვვარჯიშობდით, სასტუმროდან დაახლოებით ას მეტრში.

ამ სტადიონზე ხორვატიის 21 და 19-წლამდელთა ნაკრები თამაშობს ხოლმე. აქაურები ამ არენას "პატარა უემბლის" ეძახიან, სტადიონი მართლაც ლამაზია, მოედნის საფარს კი ნამდვილად ვერ შევაქებთ"
- გვითხრა ისიანმა, ვისაც სპლიტში შევეხმიანეთ.

იგორ ტუდორის გაწვრთნილი "ჰაიდუკი" ჩვენებურებთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება.

ხორვატიის ჩემპიონატის წინა ტურში სპლიტის დერბიში სტუმრად დაამარცხა "სპლიტი" - 3:0.

"ჰაიდუკიდან" გოლები ნახევარმცველმა მიო კაკტასმა და ბოსნიელმა თავდამსხმელმა ანტონ მაგლიკამ გაიტანეს, ერთი ბურთი კი ავტოგოლით გავიდა.

"ჰაიდუკმა" ამ დერბიში ასეთი შემადგენლობით ითამაშა: კალინიჩი, იოზინოვიჩი, მალოკა, მილოვიჩი, მიკანოვიჩი, ანდელოკოვიჩი(მილიჩი 83), ანდრიაშევიჩი (მუიანი 58), პაშალიჩი, შუშიჩი (ბრადარიჩი 65), კაკტასი, მაგლიკა.

შეხვედრა თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. მატჩის არბიტრი ებრაელი ეიტან შემეულევიჩი იქნება.

Sportall.Ge

ჰაიდუკი-დილას მატჩის ტელეტრანსლაციას პირველი არხი განახორციელებს

იგორ ტუდორი (სპლიტის "ჰაიდუკის მთავარი მწვრთნელი):
- ქართველებთან ფავორიტები არა ვართ. მათ კარგად არ ვიცნობთ და რთულია დასკვნების გაკეთება, თუმცა თუ ჩვენს თამაშს ვუჩვენებთ, გამარჯვება ხორვატიაში დარჩება.

გიორგი დევდარიანი (გორის "დილას" მთავარი მწვრთნელი):
- შანსი 50/50-ზეა. "ჰაიდუკის" მწვრთნელი ამბობს, რომ მისი გუნდი ფავორიტი არ არის, ესე იგი გვაფასებს. პატივს ვცემთ "ჰაიდუკის" ტრადიციებს. ვიცით, რომ დღესაც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, თუმცა საბრძოლველად ჩვენც მზად ვართ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თვალსაზრისი: ივო შუშაკი - ნიუანსების ოსტატი
მკითხველის კომენტარები / 5 /
რომელიმე არხზე ტრანსლიაცია იგეგმება?
kaxa
12:45 01-08-2013
0
მე-9 არხზე მინიშნებულია ფეხბურთი,ვინ თამაშობს არ უწერიათ.ათის ნახევარზე.
giorgi
13:29 01-08-2013
0

სიახლეები პოპულარული